წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა, პირველად ჩვენს ისტორიაში, უკვე იქნება 100 მილიარდ ლარზე მეტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
173 12 ნოემბერი 2025, 11:35
წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა, პირველად ჩვენს ისტორიაში, უკვე იქნება 100 მილიარდ ლარზე მეტი. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ბიუჯეტზეც ისახება, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, 2026 წლის გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება ჯანდაცვის და სოციალური პაკეტების დაფინანსებას, ასევე, ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

„მოგეხსენებათ, რომ ამ წლის ბიუჯეტი იყო 32 მილიარდნახევარი. დაახლოებით 3 მილიარდნახევრიანი ზრდა იქნება მომდევნო წლის ბიუჯეტში. ძირითადად გადანაწილებული არის ეს ყველაფერი ჯანდაცვაზე, სოციალურ პაკეტებზე, ინფრასტრუქტურაზე და ა.შ. დეკემბერში მოხდება საბოლოო ვერსიის დადასტურება და დღეს იქნება ძალიან დეტალური განხილვა ამ ყველაფრის“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს განიხილავენ. 2026 წლის ბიუჯეტი 3 მილიარდითაა გაზრდილი, პრიორიტეტული სფეროებია: სოციალური, განათლების, კულტურისა და სპორტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების დარგები, ინფრასტრუქტურა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობა და სხვა. 2026 წლის ბიუჯეტის ფარგლებში გაიზრდება პენსიები, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე სესხების მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს
ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო
ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების შემოდინების კუთხით მომდევნო ოთხი წელი საკმაოდ აქტიური იქნება ქვეყანაში
საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით
არქივი