ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი - რომელიც ევროპული ისე ჩვენი კანონმდებლობით - ერთი-ერთი საუკეთესოა ევროპაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
506 12 ნოემბერი 2025, 11:38

ამ ბიუჯეტში, რომელიც უკვე გავიარეთ, არის 3 მილიარდი ლარით გაზრდილი ნაერთი ბიუჯეტი და 2 მილიარდ-ნახევრით არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს ზრდა არის ყველა მიმართულებით, არ არსებობს არც ერთი სამინისტრო, რომელსაც თანხა არ მოემატა, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ.

კვიჟინაძის თქმით, საქართველოს ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.

„ამის გარდა, ეს არის ხელფასების 10%-იანი ზრდა საჯარო სექტორში, პენსიების, შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხების. ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ევროპული და ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არის ნორმის ფარგლებში და ერთი-ერთი საუკეთესოა ევროპაში. მე შემიძლია ოქტომბერში სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გაგახსენოთ, სადაც [საქართველო] ეკონომიკური ზრდით პირველ ადგილზეა როგორც კანდიდატ ქვეყნებში, ისე ევროპის წევრ ქვეყნებში, მთავრობის ვალის სიმცირით მე-6 ადგილზეა ევროპის ქვეყნებში და მე-3 ადგილზე კანდიდატ ქვეყნებს შორის. დავამატებ კიდევ ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც მნიშვნელოვანია, აქაც საქართველო მე-8 ადგილზეა ევროკავშირის უკვე წევრ ქვეყნებსა და მე-2 ადგილზეა კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის ძალიან პრინციპული ჩვენთვის“,- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
EBRD-ი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 0.5%-ით, 6%-მდე აუმჯობესებს
ეროვნული ბანკი - დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სამი კომპანია მოქმედებს რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, არცერთი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
არქივი