პრაქტიკულად ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
160 13 ნოემბერი 2025, 15:10

პრაქტიკულად ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი, ასევე ნაპოვნია ყველა ცხედარი, - განუცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე.

მინისტრმა მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა.

ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ სამძებრო სამუშაოები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობითა და საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის ჩართულობით პირველივე წუთიდან თურქეთის მხარესთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდებოდა.

„თურქეთის მხარესთან კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა მოხერხდა. საგამოძიებო პროცედურები გრძელდება, ადგილზე იმყოფებიან თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების წარმომადგენლები და მოძიებული გარემოებების ერთობლიობა დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში თურქულმა სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავმა - C-130 კატასტროფა 11 ნოემბერს განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანს მოუწოდა, პროვოკაციული ნაბიჯები არ გადადგას
მაკა ბოჭორიშვილი: ერთადერთი, რისი რომანტიზებაც უნდა მოვახდინოთ, საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესებია
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაა
მაკა ბოჭორიშვილი: რასაც ვხედავთ და რასაც ხედავს ყველა ის სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. ყველას კარგად გვახსოვს საიდან მოვდივართ
არქივი