ილჰამ ალიევმა დაგმო უკრაინაში აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებული კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
142 14 ნოემბერი 2025, 17:45

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაგმო უკრაინაში აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებული კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ალიევმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ მსგავსი თავდასხმები მიუღებელია საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების მიხედვით.

14 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად, „ისკანდერის“ ტიპის ერთ-ერთი რაკეტა აზერბაიჯანის საელჩოს ტერიტორიაზე დაეცა. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, მიხეილ ევდოკიმოვი, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამასთან დაკავშირებით მას გამოუცხადეს მკაცრი პროტესტი და წარუდგინეს შესაბამისი ნოტა.

ბოლო აფეთქების შედეგად, საელჩოს ტერიტორიის ღობის ნაწილი მთლიანად განადგურდა, დაზიანდა ნაგებობები, სამსახურებრივი მანქანები, საელჩოს ადმინისტრაციული შენობა და საკონსულო განყოფილება, ასევე სერიოზულად დაზიანდა დიპლომატიური მისიის ტერიტორია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: 2023 წლის დეკემბრისთვის ჩვენ გამოვავლინეთ პრობლემების ერთობლიობა, დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კონკრეტული შედეგები მივიღეთ, ეს შედეგები კონკრეტულ მონაცემებსა და ფაქტებშია გამოხატული
პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას, კორუფციასთან ბრძოლაც დააანონსა სწორედ ივანიშვილმა, როდესაც კონკრეტული პრობლემები დაინახა
ირაკლი კობახიძე: მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ
პრემიერი ბერდია სიჭინავას: იყავით და არ გააკეთეთ, თქვენს დროს დაიხურა სამართლებრივი აქტები და მიზეზი იყო პირადად გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავდა, რომ კონკრეტულ აქტებს მოჰყვა კონკრეტული რეაქციები
პრემიერი: ზუსტად იმისათვის, რომ ის არ მოხდეს, რაც ხდებოდა, 1 ლარად საკუთარ თავზე მისხვისება და უამრავი სხვა უბედურება, მხოლოდ აუქციონით იყიდება სახელმწიფო ქონება და ყველა შესყიდვა ხორციელდება ონლაინ, სრულიად გამჭვირვალედ
არქივი