გიორგი შარაშიძის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
208 14 ნოემბერი 2025, 17:50

ჩვენ ვერ გვიხილავთ აქციაზე, რადგან, იცით ჩვენ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელების გადაწყვეტილება მივიღეთ ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენებით, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით - დღეს საქმის კეთების დროა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან 28 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ აქციასთან დაკავშირებით მას „განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვს“.

„არა, ჩვენ ვერ გვიხილავთ [28 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე], რადგან, იცით ჩვენ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელების გადაწყვეტილება მივიღეთ - ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენებით როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. დღეს საქმის კეთების დროა. კონკრეტულად ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს თავისი კონკრეტული გამოწვევა. რაც ჩვენ მივიღეთ, მივიღეთ ღირსეულად და ვაპირებთ, ამ გამოწვევას გავუმკლავდეთ. რაც შეეხება პროტესტს, ეს ისეთი მნიშვნელოვანი თარიღია, ჩვენ მაშინაც ქუჩაში ვიყავით და წარმატებას ვუსურვებ ყველას, მაგრამ განსაკუთრებული მოლოდინები მაქვს-თქო რომ გითხრათ - სამწუხაროდ, არ მაქვს. ძირითადი მიზეზი რის გამოც არ მაქვს [მოლოდინები], არის 4 ოქტომბერი. გაიხსენეთ, რა იყო 4 ოქტომბრის მოლოდინი და რა დადგა და 28 ნოემბრის მოლოდინი რა უნდა იყოს გარდა იმისა, რომ კიდევ ბევრი ადამიანი დააფიქსირებს თავის პოზიციას, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

არ მგონია, რომ როგორც პარტია, პარტიულად ისე შევუერთდეთ ამ პროტესტს”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ხუნდაძე WIN | Worldwide Independent Network of MR & OP-ის კვლევაზე: ერთ-ერთი დასტურია იმის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა
სენატორი ჯონ ნილი კენედი: დიდ ბრიტანეთს იდიოტები მართავენ
დიმიტრი ხუნდაძე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ამ რეკომენდაციების პოლიტიკურ შემადგენელზე მეტყველებს ის, რომ ავტორი არის არა დამოუკიდებელი ექსპერტი
ლევან მაჭავარიანი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: ჩვენ არაფერი ახალი გვიხილავს - ყველაფერი უკვე დაწერილი იყო, ფორმალობა იყო ჩამოსვლა
ვინ არის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნად გაასაღა
არქივი