დონალდ ტრამპი გენერალურ პროკურორს სთხოვს, გამოიძიოს ჯეფრი ეპშტეინის კავშირები ბილ კლინტონსა და სხვა დემოკრატებთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
237 14 ნოემბერი 2025, 22:49

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გენერალურ პროკურორს სთხოვს, გამოიძიოს ჯეფრი ეპშტეინის კავშირები ბილ კლინტონსა და სხვა დემოკრატებთან.

დონალდ ტრამპის განცხადებით, დემოკრატები ცდილობენ ეპშტეინის თემის გამოყენებას, რათა ყურადღება გადაიტანონ საკუთარი პრობლემებიდან.

„ახლა, როდესაც დემოკრატები იყენებენ ეპშტეინის თაღლითობას, რომელიც დემოკრატებს ეხება და არა რესპუბლიკელებს, რათა ყურადღება გადაიტანონ თავიანთი კატასტროფული გადაწყვეტილებებიდან და ყველა სხვა წარუმატებლობიდან, მე ვთხოვ გენერალურ პროკურორ პემ ბონდის, იუსტიციის დეპარტამენტს და ჩვენს დიდებულ პატრიოტებს FBI-ში, გამოიძიონ ჯეფრი ეპშტეინის ურთიერთობები ბილ კლინტონთან, ლარი სამერსთან, რიდ ჰოფმანთან, ბანკ JP Morgan Chase-თან, მრავალ სხვა ადამიანთან და ინსტიტუტთან, რათა გაირკვეს, თუ რა ხდებოდა მათ შორის“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატიული პარტიის წევრებმა გაასაჯაროვეს სექსუალურ სკანდალში მხილებული მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის ელექტრონული მიმოწერა, რომელშიც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენჯერმე არის ნახსენები. მედიის ცნობით, ერთ-ერთ გასაჯაროებულ წერილში, რომელიც 2011 წლით თარიღდება, ეპშტეინი მაქსველს წერს, რომ ტრამპი „მის სახლში საათობით ატარებს დროს“ სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთან ერთად და ტრამპს მოიხსენიებს „ძაღლად, რომელიც არ იყეფება“.

დონალდ ტრამპი ყოველთვის უარყოფდა ეპშტეინთან მიმართებით რაიმე კანონდარღვევის ჩადენას და აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ მოარული ჭორები დემოკრატიული პარტიის მიერაა აგორებული. მედია წერს, რომ დონალდ ტრამპი და ჯეფრი ეპშტეინი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ, თუმცა, ტრამპის განმარტებით, ისინი 2000-იანი წლების დასაწყისიდან წაკამათდნენ და აღარ მეგობრობდნენ. ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გასულ წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობადი პირის სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს დონალდ ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია ეუთო-ს დელეგაციის ვიზიტზე: მნიშვნელოვანი, ობიექტური მესიჯები გამოვიდა იმიტომ, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჰქონდათ მათ შეხვედრები აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო დონეზე. ე.წ. ოპოზიციასაც შეხვდნენ ისინი
შალვა პაპუაშვილი: დღეს საქართველოს ხელისუფლების ოპოზიცია რეალურად არის ბრიუსელი, რომელიც პირდაპირ ცდილობს კანონდარღვევით ფულის შემოტანას და პოლიტიკაში დაბანდებას ისე, რომ ხალხმა არ გაიგოს
შალვა პაპუაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გვქონდა საუბარი 2024 წელს დაკავებული პატიმრების გათავისუფლების საკითხზე და ავუხსენი, რომ ეს პარლამენტის კომპეტენცია არანაირად არ არის
ირაკლი კირცხალია: რა უნდა ვესაუბრო გვარამიას, სააკაშვილის პარტიას, რომელიც ყიდდა თავის ქვეყანას 2012 წლამდე და რომელიც ყიდის დღეს
შალვა პაპუაშვილი: ხალხს, ვინც საკუთარი თავი დააყენა დემოკრატიულ პროცესებს მიღმა, ვერაფერს ვაიძულებთ, ეს არ არის საბავშვო ბაღი, ხელი ჩავჭიდოთ, ბრიუსელმა მათ უბიძგა ქუჩისკენ და ახლა მოუარონ ქუჩაში
არქივი