ევროკომისიის შემოდგომის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 1,3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 18 ნოემბერი 2025, 18:48

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გაზაფხულის პროგნოზთან შედარებით, ევროკომისიის შემოდგომის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 1,3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პროგნოზი გაზრდილია არამხოლოდ 2025 წლისთვის, არამედ 2026 წლისთვისაც.

„პირველ რიგში, ვთქვათ რას ნიშნავს და რას წარმოადგენს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული „ეკონომიკური პროგნოზების ანგარიში“. აღნიშნული ანგარიში ქვეყნდება წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე და აღნიშნულ ანგარიშში მიმოხილულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების და სხვა წამყვანი ეკონომიკების ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები, ეკონომიკური პროგნოზები.

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, პირველ რიგში, შევაჯამებ იმ შედეგებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკას აქვს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. როგორც მოგეხსენებათ, 2021-24 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა შეადგენს 9,8 პროცენტს. შედარებისთვის ჩვენ აღნიშნული მაჩვენებლები შეგვიძლია შევადაროთ ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს 2021-24 წლებში, რომლებიც 3,7 პროცენტია და ფაქტობრივად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ამ ქვეყნების საშუალო ეკონომიკურ ზრდას 2,6-ჯერ უფრო მეტად აღემატება, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო ეკონომიკურ ზრდას 3,5-ჯერ აღემატება.

ახლა შევხედოთ, მათ შორის უკვე პროგნოზების ნაწილს, თუ რა პროგნოზებია აღნიშნულ ანგარიშში. პირობითად, 2025-27 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ იქნება 5,9 პროცენტი, როდესაც ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდა 3,4 პროცენტი იქნება. ფაქტობრივად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 1,7-ჯერ აღემატება სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს საქართველოს მოქალაქეების 1,7-ჯერ უფრო მაღალი შემოსავლის ზრდის ტემპს, ვიდრე სხვა კანდიდატ ქვეყნებში იქნება, დამატებით შექმნილ სამუშაო ადგილებს საქართველოს ეკონომიკაში და ა.შ.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გაზაფხულის პროგნოზთან შედარებით, ევროკომისიის შემოდგომის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 1,3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. აღნიშნული პროგნოზი გაზრდილია არამხოლოდ 2025 წლისთვის, არამედ 2026 წლისთვისაც. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩვენი ქვეყნის მაღალ კონკურენტუნარიანობაზე და იმაზე, რომ საქართველოს მიმართ ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები მზარდია, ნდობა საქართველოს მიმართ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ინვესტორებში მაღალია“, - აღნიშნა ცინცაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ის, რომ საქართველოს ბიზნესმხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკა არის მოწოდების სიმაღლეზე, განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას
სიღარიბის მაჩვენებელი, გასული 4 წლის განმავლობაში, განახევრდა, კერძოდ, იყო 21.3% და შარშანდელი მონაცემებით, ჩამოსულია 9.4 %-მდე
კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა
„ფიჩის“ შეფასებაში აღნიშნულია მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების, კიდევ უფრო გაუმჯობესება
დივერსიფიცირებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.6-დან 7 პროცენტამდე გაიზარდა
არქივი