დივერსიფიცირებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.6-დან 7 პროცენტამდე გაიზარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
300 22 ნოემბერი 2025, 10:47

მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი მაღალი ეკონომიკური ზრდა, შემცირებული უმუშევრობა, გამყარებული ლარი, გაზრდილი რეზერვები, ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტოებისა და წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გაუმჯობესებული შეფასებები და პოზიტიური მოლოდინებია! - ასე ეხმიანება „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი საკრედიტო სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის BB დონეზე დადასტურებას და პერსპექტივის „სტაბილურამდე” გაუმჯობესებას.

მისივე თქმით, პასუხი გაეცა კითხვებზე, რა მოიტანა გრძელვადიანმა მშვიდობამ, სწორმა, განვითარებაზე ორიენტირებულმა და დივერსიფიცირებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ვინაიდან, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.6 პროცენტიდან 7 პროცენტამდე გაიზარდა. აბაშიშვილი იხსენებს იმასაც, რომ ერთი წლის წინ ოპოზიცია და მის მიერ კონტროლირებადი მედია “საზეიმოდ” პროგნოზირებდა მინუს 2 პროცენტიდან მინუს 3.4 პროცენტიან ეკონომიკურ ვარდნას.

„მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი მაღალი ეკონომიკური ზრდა, შემცირებული უმუშევრობა, გამყარებული ლარი, გაზრდილი რეზერვები, ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტოებისა და წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გაუმჯობესებული შეფასებები და პოზიტიური მოლოდინებია!

რა შედეგი მოიტანა გრძელვადიანმა მშვიდობამ? რა შედეგი მოიტანა სწორმა, განვითარებაზე ორიენტირებულმა და დივერსიფიცირებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ?

ამ კითხვებს პასუხი სულ რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთხელ გაეცა:

რამდენიმე საათის წინ Fitch-ის განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა: საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.6 პროცენტიდან 7 პროცენტამდე გაიზარდა.

ამასთან:
- სუვერენული რეიტინგი BB დონეზე შენარჩუნდა
- პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურისკენ გაუმჯობესდა

უფრო შორს წავიდეთ:
სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება 6% - დან 7.3 % - მდე.

გასული 2-3 თვის შუალედში კი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი:
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 6% - დან 7.2% - მდე გაზარდა;
მსოფლიო ბანკმა (WB) - 5.5% -დან 7%-მდე გაზარდა;
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) - 6%-დან 7%-მდე გაზარდა;
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) - 6%-დან 7%-მდე გაზარდა;

აქვე გავიხსენოთ “კლასიკა”: ერთი წლის წინ ოპოზიცია + ოპოზიციური მედია “საზეიმოდ” პროგნოზირებდა მინუს 2 პროცენტიდან მინუს 3.4 პროცენტიან ეკონომიკურ ვარდნას." - წერს აბაშიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
არქივი