სიღარიბის მაჩვენებელი, გასული 4 წლის განმავლობაში, განახევრდა, კერძოდ, იყო 21.3% და შარშანდელი მონაცემებით, ჩამოსულია 9.4 %-მდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
185 26 ნოემბერი 2025, 14:35
სიღარიბის მაჩვენებელი, გასული 4 წლის განმავლობაში, განახევრდა, კერძოდ, იყო 21.3% და შარშანდელი მონაცემებით, ჩამოსულია 9.4 %-მდე, ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.

მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკა დოლარში ორჯერ და მეტად გაიზარდა და ლარშიც იყო სწრაფი ზრდა, რამაც ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი შეამცირა.

„სიღარიბის მაჩვენებელი, გასული 4 წლის განმავლობაში, განახევრდა. იყო 21.3% სიღარიბის მაჩვენებელი და შარშანდელი მონაცემებით, ჩამოსულია 9.4 %-მდე, ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი. 2020 წლის ბოლოს, ჩვენი ეკონომიკა იყო დაახლოებით 4 300 აშშ დოლარი და დღეს არის გაზრდილი, დაახლოებით, 9 200 დოლარამდე ერთ სულ მოსახლეზე და პირველად ისტორიაში, წელს, გადაცდება 10 000 აშშ დოლარს. ეკონომიკა გაიზარდა დოლარში ორჯერ და მეტად. ლარშიც გვქონდა სწრაფი ზრდა და ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება 20 %-ზე მეტიდან ჩამოვიდა 9.4 %-მდე. პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა. ანუ, ღარიბებზე მეტი იღებს სოციალურ დახმარებას, პირველად ხდება ეს საქართველოს ისტორიაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული.

რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი არის გადასახედი, გამომდინარე იქიდან, რომ ერთგვარი მორატორიუმი იყო გამოცხადებული 2020 წლიდან. მოგეხსენებათ, რომ კოვიდის დროს ობიექტური მიზეზების გამო, გარე ფაქტორების გამო გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მკვეთრად. მაშინ გვქონდა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ეკონომიკა შემცირდა 6.5 %-ით 2020 წელს. ამან გამოიწვია ბიუჯეტში სოციალური პრობლემები და გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა და მას შემდეგ ერთგვარი მორატორიუმი იყო გამოცხადებული, შესაბამისად, არათუ აკლდებოდა ამ რაოდენობას, ემატებოდა. თუმცა ამას კავშირი არ აქვს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებასთან. სიღარიბის მაჩვენებელი 21.3%-დან შემცირდა 9.4%-მდე,“- განაცხადა პრემიერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე სესხების მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს
ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო
ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების შემოდინების კუთხით მომდევნო ოთხი წელი საკმაოდ აქტიური იქნება ქვეყანაში
საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით
ის, რომ საქართველოს ბიზნესმხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკა არის მოწოდების სიმაღლეზე, განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას
არქივი