51
02 დეკემბერი 2025, 20:31
რუსული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის ტერიტორიის 95%-ს აკონტროლებენ. ამის შესახებ ნატოს მაღალჩინოსანმა გამოცემა Deutsche Welle-ს განუცხადა.
მანამდე, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა პოკროვსკისა და ვოლჩანსკის რუსეთის მიერ სრულად აღების შესახებ.
მისი თქმით, ეს ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა 30 ნოემბერს გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მართვის ერთ-ერთ პუნქტში ვიზიტისას მოახსენა ვლადიმირ პუტინს.
იმავე დღეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ყოველდღიურ ანგარიშში განაცხადა, რომ პოკროვსკის მიმართულებაზე ბრძოლები კვლავ გრძელდება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |