„იგლ ჰილსის“ პროექტი უსიცოცხლო, მიტოვებულ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს და ხვალ-ზეგ ეს ტერიტორია იქცევა უზარმაზარ კერად, სადაც ყველას მოუნდება მისვლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
110 02 დეკემბერი 2025, 20:36

„იგლ ჰილსის“ პროექტის მნიშვნელობაზე მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ.

მისი თქმით, „იგლ ჰილსის“ პროექტის, მხოლოდ სუფთა კომერციული ნაწილია დაფარული და დანარჩენი პუნქტები საჯაროა.

„განსაკუთრებულად ბათუმში კარგად ჩანს, თუ რა არის ბიზნესი. პირობითად, მე თუ ვიღაც მომყიდის 500 დოლარად კვადრატულ მეტრს, შეიძლება სხვას 700 დოლარად მიყიდოს. იმის გამო, რომ მე შედარებით იაფად მომყიდა კვადრატული მეტრი, სანაცვლოდ მთხოვს, რომ ეს ნაწილი არ გავასაჯაროო იმიტომ, რომ ბიზნესი მოითხოვს ასე. „იგლ ჰილსის“ ხელშეკრულების პუნქტებიდანაც, მხოლოდ სუფთა კომერციული ნაწილია დაფარული და დანარჩენი პუნქტები ღიაა. „იგლ ჰილსის“ პროექტი უსიცოცხლო, მიტოვებულ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს და ხვალ-ზეგ ეს უსიცოცხლო ტერიტორია იქცევა უზარმაზარ კერად, სადაც ყველას მოუნდება მისვლა. ეს დღე დადგება გარწმუნებთ“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი გიგაურზე და ჯაფარიძეზე: გამოდიოდნენ და პირდაპირ ამბობდნენ, რომ დიახ, ახლა გავისეირნოთ ჩვენ აფხაზეთში, შევაკავოთ რუსეთის არმია, შევეხიდოთ ქალების და ბავშვების დახოცვაშიო
ზელენსკის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ, შესაძლოა, უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება გაართულოს
ბაჩო ოდიშარია ოპოზიციასა და არასამთავრობოებზე: ეს არის იმ სუბიექტების ერთობა, რომელიც თანახმა არიან, რომ საქართველო ცეცხლის ალში იყოს გახვეული
სენატორი ლინდსი გრემი: ევროპელო მეგობრებო, თქვენ გზას ასცდით
გურამ მაჭარაშვილი: თუ მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ გაგრძელდა, მხოლოდ მკურნალობის დაფინანსება შედეგს ვერ მოიტანს
არქივი