ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
119 10 იანვარი 2026, 16:17

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ესტონელი ევროპარლამენტარის, იააკ მედისონის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელშიც მედისონი აღნიშნავს, რომ „ ALDE ფუნქციონირებს როგორც იდეოლოგიური დისციპლინის მექანიზმი - სტრუქტურა, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს მორალურ ლექციებს უკითხავს და ფაქტობრივად აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებსა და ამომრჩევლის ნებას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ისინი არ ჯდება მის იდეოლოგიურ ჩარჩოში.“

მეგრელიშვილის შეფასებით, როცა არჩევნების შედეგი მათთვის არასასურველია, დემოკრატია მეორეხარისხოვანი ხდება, ხოლო „ღირებულებები“ ზეწოლის ინსტრუმენტი. რადგან იქ, სადაც პარტიული ინტერესი დგას ხალხის ნებაზე მაღლა, დემოკრატიაზე საუბარი მხოლოდ დეკორაციაა.

„ ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანია კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს. როცა არჩევნების შედეგი მათთვის არასასურველია, დემოკრატია მეორეხარისხოვანი ხდება, ხოლო „ღირებულებები“ ზეწოლის ინსტრუმენტი. ამ ლოგიკით ქვეყნები აღიქმება არა როგორც სუვერენული სუბიექტები, არამედ როგორც პოლიტიკური გავლენის სივრცეები. ეს მიდგომა არ არის სამართლიანი და მით უმეტეს დემოკრატიული. რადგან იქ, სადაც პარტიული ინტერესი დგას ხალხის ნებაზე მაღლა, დემოკრატიაზე საუბარი მხოლოდ დეკორაციაა.“ - წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა
მეუფე შიო: მიჭირს იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. ამ რამდენიმე წუთის წინ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ
ხუნდაძე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“: ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად ჩამოგვიყალიბდა იმუნიტეტი ასეთ დასკვნებზე და ცხელი ბომბების ცვენას, ჯობია ასეთ შემოტევებს გავუძლოთ
დიმიტრი ხუნდაძე: ერთი კომპრომისი ვიხილეთ, რაზეც პრემიერს მადლობა გადავუხადე, თუმცა ამ კომპრომისში მე ვერ ვნახე ის გასაღები, რაც მოიტანს სასურველ შედეგს — ავტოპარკის გაუმჯობესებას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას
ტრამპი: ნატოს წევრობა ნამდვილად არის ის საკითხი, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ
არქივი