Le Monde: საფრანგეთი ომის დასასრულებლად სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ უკრაინაში 6 ათას სამხედროს გაგზავნის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 10 იანვარი 2026, 17:35

ომის დასასრულებლად სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ საფრანგეთი უკრაინაში 6 ათას სამხედროს გაგზავნის. ინფორმაციას Le Monde ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ელისეს სასახლეში ძალოვანი მინისტრებისა და ფრაქციების ლიდერების დახურულ შეხვედრაზე მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ პარიზის გეგმის მიხედვით, აღნიშნული შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზის გარეთ განლაგდებიან.

დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პარლამენტსაც აცნობა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი