მოწამვლის თემა აქტუალური გახდა ერთი წლის შემდეგ, რაც „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა რეალურ ვითარებასთან შეუსაბამო სიუჟეტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
102 10 იანვარი 2026, 18:03

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ე.წ. კამიტით მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ვიდეორგოლს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას დღის წესრიგი ამოეწურა, შესაბამისად, ცდილობენ, ვენესუელაში, ნეპალში ან ირანში მიმდინარე პროცესებმა, სხვაგვარი აღქმა პოვოს საზოგადოების იმ ნაწილში, „რომელიც აპროტესტებს რაღაცას, მაგრამ, გაუგებარია მათი პროტესტი, ვინაიდან, არც არჩევნები გაყალბებულა, არც საგარეო კურსი შეცვლილა და ეს ყველამ კარგად იცის".

მისი განცხადებით, ერთი წლის შემდეგ, ე.წ. მოწამვლის არგუმენტებია, რომ თუთიყუშს ბუმბული დასცვივდა და ძაღლი ორი კვირის მანძილზე, პატრონს ვერ ცნობდა.

„მოწამვლის თემა, ერთი წლის შემდეგ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა რეალურ ვითარებასთან აბსოლუტურად შეუსაბამო სიუჟეტი, თითქოსდა ქართველ ოპოზიციონერ მედიკოსებზე დაყრდნობით. არც მათ უთქვამთ რამე ასეთი, არანაირი ანალიზი არ ჩატარებულა და ერთი წლის შემდეგ, ვხედავთ ერთადერთ არგუმენტს, რომ თუთიყუშს გასძვრა ბუმბული და მეორეა, რომ ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა ორი კვირის განმავლობაში. ამას სარკაზმით არ ვამბობ, სხვა ვერაფერი არგუმენტი, ვერავინ წარმოადგინა. გამოძიების მასალები, კომპეტენტურმა სტრუქტურამ მოამზადა, ვისაც აინტერესებს, შეუძლია ნახოს, გაეცნოს და მიხვდება, რომ სამწუხაროდ, არის აუცილებლობა, რომ გამოყენებული იქნა გარკვეული ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია. სამწუხაროა, რომ ამ ნივთიერების გამოყენების წინაპირობა შეიქმნა." - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“, რა ნაწილი არის გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი ქმედება, ვერ გავიგებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან სანქციების შესაძლო მოხსნაზე დიალოგს აწარმოებს, გვჯერა, აშშ დათმობებზე არ წავა
უიტკოფი: რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ტრამპთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ ისინი არ უზიარებდნენ ირანს სადაზვერვო მონაცემებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია
ნიკოლოზ სამხარაძე: ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
არქივი