საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე სესხების მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
255 14 იანვარი 2026, 12:07

მწვანე ფინანსური პროდუქტების შესახებ გამჭვირვალობის, სანდოობისა და ხელმისაწვდომობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიასთან შესაბამისი მწვანე სესხების შესახებ მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნებას იწყებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მხარეების ჩართულობით, 2022 წელს გამოაქვეყნა, ხოლო ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესი (ტაქსონომიის რეგულაცია) ძალაში 2023 წლის იანვრიდან შევიდა. მას შემდეგ ბანკები ვალდებულნი არიან მწვანე სესხის საერთო განმარტებით იხელმძღვანელონ და ტაქსონომიასთან შესაბამისი მწვანე სესხების შესახებ ყოველთვიური ანგარიშგება ეროვნულ ბანკს წარუდგინონ.

მწვანე სესხების მონაცემთა დაფა ასახავს ტაქსონომიასთან შესაბამის მწვანე სესხებს სექტორების მიხედვით, მათ დინამიკას დროში და საერთო პორტფელის სტრუქტურას. მონაცემები შეგროვებულია მწვანე სესხების თვიური ანგარიშგების ფორმით და სრულად შეესაბამება მდგრადი ფინანსების ტაქსონომიის რეგულაციას.

ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი ტაქსონომია მწვანე ფინანსური პროდუქტების იდენტიფიცირებისა და ანგარიშგებისთვის ერთიან, მკაფიო და სანდო ჩარჩოს ქმნის. ახალი მონაცემთა დაფა მნიშვნელოვნად გაამარტივებს მწვანე სესხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას როგორც ბაზრის მონაწილეებისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

მწვანე სესხების მონაცემთა დაფა მდგრადი დაფინანსების ახალი გზამკვლევის განხორციელების ფარგლებში შეიქმნა და ყოველთვიურად განახლდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
არქივი