სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტებისა და „კოკაინის“ მალულად შემოტანის ფაქტები გამოავლინეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 15 იანვარი 2026, 11:19

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების და ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ ქვეყნის საზღვარზე მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღკვეთეს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„მებაჟე ოფიცრის მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში და სხეულზე მალულად განთავსებული 78 აბი აკრძალული მედიკამენტები („მეტამფეტამინი“ და „პრეგაბალინი“), ასევე 2 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ გამოავლინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის სათავეში შესაძლოა „ქვეყნის შიგნით მყოფი, ზომიერი შეხედულებების პოპულარული ფიგურა“ ჩადგეს
NBC News: ტრამპი, რომელიც „უსასრულო“ ომების წინააღმდეგ აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას, ირანში ყოველგვარი დასრულების თარიღის გარეშე შედის
ეკა სეფაშვილი: აშშ-სთან ჩვენი ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება - ოღონდ რეალური პარტნიორობის და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილის
დავით ქართველიშვილი: აშშ-ის ინტერესებშია ირანში სამხედრო ოპერაციის სწრაფი დასრულება, რაც გარდაუვალ მოლაპარაკებებს გულისხმობს
Reuters: უკრაინის ძალისხმევა, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მიაღწიოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას, ევროკავშირის მთავრობების მხრიდან მწვავე წინააღმდეგობას წააწყდა
არქივი