სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 15 იანვარი 2026, 11:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ორი პირი: გერმანიის ფედერაციის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული მ.ჰ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული ა.ქ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველებმა, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებულების პირადი და სამგზავრო ჩანთის ჩხრეკისას კი ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“ და „პრეგაბალინი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 261-ე პრიმა და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის სათავეში შესაძლოა „ქვეყნის შიგნით მყოფი, ზომიერი შეხედულებების პოპულარული ფიგურა“ ჩადგეს
NBC News: ტრამპი, რომელიც „უსასრულო“ ომების წინააღმდეგ აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას, ირანში ყოველგვარი დასრულების თარიღის გარეშე შედის
ეკა სეფაშვილი: აშშ-სთან ჩვენი ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება - ოღონდ რეალური პარტნიორობის და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილის
დავით ქართველიშვილი: აშშ-ის ინტერესებშია ირანში სამხედრო ოპერაციის სწრაფი დასრულება, რაც გარდაუვალ მოლაპარაკებებს გულისხმობს
Reuters: უკრაინის ძალისხმევა, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მიაღწიოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას, ევროკავშირის მთავრობების მხრიდან მწვავე წინააღმდეგობას წააწყდა
არქივი