სენატორი ჯინ შაჰინი: პრეზიდენტ ტრამპის რიტორიკა პირდაპირ ჩვენი ორი უდიდესი მოწინააღმდეგის - რუსეთისა და ჩინეთის - ინტერესებში შედის - პუტინი მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც გამოიწვევს ნატოს გახლეჩას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 16 იანვარი 2026, 20:02

პრეზიდენტ ტრამპის რიტორიკა პირდაპირ ჩვენი ორი უდიდესი მოწინააღმდეგის - რუსეთისა და ჩინეთის - ინტერესებში შედის - პუტინი მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც გამოიწვევს ნატოს გახლეჩას ან ყურადღებისა და რესურსების გადატანას უკრაინის საკითხიდან, - განაცხადა „დემოკრატმა“ სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

„თუ ჩვენ სერიოზულად განვიზრახავთ რუსული გავლენის შეზღუდვას არქტიკასა და მის ფარგლებს გარეთ, ამის ყველაზე ეფექტური გზა უკრაინაში პუტინის ომის დამარცხებაა. სწორედ ამიტომ არის გრენლანდიის ირგვლივ მიმდინარე დებატები სრულიად უაზრო“, - აღნიშნა მან კოპენჰაგენის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

სერნატორის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე აქვს ის, რაც სჭირდება, მათ შორის გრენლანდიასთან მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც 1951 წლით თარიღდება.

„ერთ დროს ამერიკის შეერთებული შტატები გრენლანდიაში ჩვიდმეტ ბაზას ფლობდა და სწორედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ მათგან თექვსმეტი აღარ იყო საჭირო“, - განაცხადა შაჰინმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ ბერიძე: დღეს ჩვენ ვწერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს - როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა
არჩილ ბერიძე: ჩვენი ამოცანაა - დავიცვათ სუვერენიტეტი. ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. ვიმოქმედოთ საკუთარი სტრატეგიული ხედვით
არჩილ ბერიძე: ახალი საერთაშორისო-ეკონომიკური წესრიგის ფორმირების ეტაპზე საქართველოს აქვს რეალური პოტენციალი გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ლოჯისტიკური ჰაბი
ირაკლი კირცხალია :არ ვაპირებთ უკან დახევას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის არცერთი მტრის წინაშე დაჩოქებას
ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის
არქივი