ბაჩო ახალაია: „ნაცებიც“ ხომ ამბობენ, ბევრი შეცდომა იყო დაშვებული - ვინ ამბობს ამას? მე მტკიცედ მჯერა, რომ სხვანაირად არაფერი არსად არ გამოვიდოდა - არ ვიცი რა მინუსებზეა ლაპარაკი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
109 16 იანვარი 2026, 20:47

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ახალაიას დაკავებამდე ორი დღით ადრე ჩაწერილ ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოში ახალაია ამბობს, რომ ეამაყება, რომ ნაცია. ასევე, ხაზს უსვამს, რომ არ იცის, რა მინუსებზეა საუბარი, ვინც ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბევრი შეცდომა იყო დაშვებული.

„პირადად მე, მეამაყება ის, რომ ნაცად აღვიქვამ თავს, ნაციონალად. ვისთვის როგორ არ ვიცი, მე მეამაყება. „ნაცობა“ არის დამაკნინებელი, ვიდრე „ქოცობა“?! - ჩვეულებრივი დიქტატურის შედეგია... ობიექტური მიზეზები ამის, პროპაგანდის გარდა და დიქტატურის გარდა, სხვა არ არსებობს. „ნაცებიც“ ხომ ამბობენ, რომ ბევრი შეცდომა იყო დაშვებული- ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ ამბობს მაგას? მე მაგას არ ვამბობ. მე მტკიცედ მჯერა, რომ სხვანაირად არაფერი არსად არ გამოვიდოდა. ძალიან თავხედურად ვიტყვი, რომ მე არ ვიცი რა მინუსებზეა ლაპარაკი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“, რა ნაწილი არის გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი ქმედება, ვერ გავიგებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან სანქციების შესაძლო მოხსნაზე დიალოგს აწარმოებს, გვჯერა, აშშ დათმობებზე არ წავა
უიტკოფი: რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ტრამპთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ ისინი არ უზიარებდნენ ირანს სადაზვერვო მონაცემებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია
ნიკოლოზ სამხარაძე: ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
არქივი