დონალდ ტრამპმა ლუკაშენკოს შესთავაზა, ბელარუსი „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელი გახდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 19 იანვარი 2026, 18:46

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლუკაშენკოს შესთავაზა, ბელარუსი „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელი გახდეს.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, რუსლან ვარანკოვის განცხადებით, ბელარუსმა მიიღო დონალდ ტრამპის პირადი მიმართვა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოსადმი.

„ღაზაში ვითარების მოგვარების კონტექსტში ბელარუსს სთავაზობენ, გახდეს „მშვიდობის საბჭოს“, ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი. ძალიან ვაფასებთ, რომ ამერიკული მხარე ბელარუსს აღიქვამს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც მზადაა, აიღოს მდგრადი მშვიდობის მშენებლობის პასუხისმგებლობა. ჩვენ ასევე განვიხილავთ ამ წინადადებას, როგორც ბელარუსის ლიდერის პირადი მიღწევების აღიარებას. წინადადება გადაეცა ბელარუსის პრეზიდენტს და მან ის დადებითად მიიღო. ჩვენი პოზიცია ასეთია: მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა „მშვიდობის საბჭოს“ საქმიანობაში და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ორგანიზაცია გააფართოებს თავის მოქმედების არეალს, უფლებამოსილებებს შემოთავაზებული მანდატის მიღმა. საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობას, რომელსაც ბელარუსი ბოლო წლებში აქტიურად უჭერდა მხარს“, – აღნიშნულია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დიპლომატიური არხებით აშშ-ისგან „მშვიდობის საბჭოს“ წევრობის მიწვევა მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია ოპონენტებზე: საზოგადოების გახლეჩა იყო მათი პირდაპირი და მთავარი დავალება. არ დაგვავიწყდეს, ეს იყო ხალხი, რომელმაც სტუდიაში მიიწვია და გმირად გამოაცხადა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც დედაზე თქვა უარი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: სოფელ კურსებში ჩამოწოლილია მეწყერი. მეხანძრე-მაშველები ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
შალვა პაპუაშვილი: ევროპიდან გამოპარებული 2 000-ზე მეტი ტვირთი გვაქვს გაჩერებული, რომელიც რუსეთში მიდიოდა. სად იყურებოდნენ, რატომ წამოვიდა ეს ტვირთი, რატომ მოვიდა ჩვენ საზღვრამდე ეს ყველაფერი?
ევროკომისარი ვოპკე ჰუკსტრა: ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი
კრისტიან ტერეში ევროპარლამენტს: სად იყავით 2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს? რა გააკეთეთ თქვენ და რა გავაკეთეთ ჩვენ ყველამ 2008 წლის შემდეგ რუსეთის შესაჩერებლად, გარდა უბრალო განცხადებების გავრცელებისა?
არქივი