გიორგი ვაშაძე პენიტენციურ დაწესებულებას 23 იანვარს დატოვებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 19 იანვარი 2026, 18:49

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას 23 იანვარს დატოვებს.

გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 7 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. სწორედ აღნიშნული სასჯელის ვადა ეწურება მას 23 იანვარს.

როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, ვაშაძე ციხიდან 08:00 საათზე გამოვა.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია ოპონენტებზე: საზოგადოების გახლეჩა იყო მათი პირდაპირი და მთავარი დავალება. არ დაგვავიწყდეს, ეს იყო ხალხი, რომელმაც სტუდიაში მიიწვია და გმირად გამოაცხადა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც დედაზე თქვა უარი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: სოფელ კურსებში ჩამოწოლილია მეწყერი. მეხანძრე-მაშველები ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
შალვა პაპუაშვილი: ევროპიდან გამოპარებული 2 000-ზე მეტი ტვირთი გვაქვს გაჩერებული, რომელიც რუსეთში მიდიოდა. სად იყურებოდნენ, რატომ წამოვიდა ეს ტვირთი, რატომ მოვიდა ჩვენ საზღვრამდე ეს ყველაფერი?
ევროკომისარი ვოპკე ჰუკსტრა: ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი
კრისტიან ტერეში ევროპარლამენტს: სად იყავით 2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს? რა გააკეთეთ თქვენ და რა გავაკეთეთ ჩვენ ყველამ 2008 წლის შემდეგ რუსეთის შესაჩერებლად, გარდა უბრალო განცხადებების გავრცელებისა?
არქივი