გამოძიების ინფორმაციით, ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ლიანდაგების დაზიანება გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 19 იანვარი 2026, 21:31

გამოძიების ინფორმაციით, ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ლიანდაგების დაზიანება გახდა. მედიის ცნობით, ტექნიკოსებმა ლიანდაგის მონაკვეთებს შორის შეერთებაზე ცვეთა და დაზიანება აღმოაჩინეს, რაც, მათი თქმით, შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა.
ამასთან, მათივე თქმით, დაზიანებული ლიანდაგი მთლიანად გასული წლის მაისში აღადგინეს.
სარკინიგზო კატასტროფის გამო, ესპანეთის ტრანსპორტის სამინისტრომ მადრიდსა და ანდალუსიას შორის ჩქაროსნული რკინიგზის რეისები, სულ მცირე, პარასკევამდე შეაჩერა.
ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა.
შემთხვევის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ინციდენტი სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ კორდობასთან ახლოს მოხდა. მალაგადან მადრიდის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი, რომელსაც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპიროდ, მადრიდიდან უელვის მიმართულებით მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი - კატარში, საამიროებსა და საუდის არაბეთში უკრაინელი სპეციალისტები გავგზავნეთ, რათა პარტნიორების ირანული საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარონ
ირანული მედია - გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე ცოცხალია
დავით ჩიხელიძე „მოსკოვის მექანიზმზე“: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის „შეხიდება“ - ეს არის გარედან მართული მცდელობა, შეიქმნას საფუძველი დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარებისთვის
ნინო ფოჩხუა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: არაფერი ახალი, მორიგი მცდელობა დესტრუქციისა და არეულობის შემოტანის ქვეყანაში, ისევ იმ წრეზე ტრიალი, რაც წინა ანგარიშებსა, თუ რეზოლუციებში იყო
თამთა მეგრელიშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს კლასიკური მაგალითია, თუ როგორ იქცევა საერთაშორისო ინსტიტუტი იდეოლოგიურ იარაღად - ანგარიში პირდაპირ ამბობს, საქართველო ისჯება ეროვნულო ინტერესების დაცვისთვის
არქივი