ფიზიკურ პირებს ეს არ ეხება, ეხება იურიდიულ პირებს ანუ კომპანიებს, კომპანიების მხრიდან პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 29 იანვარი 2026, 23:59

ფიზიკურ პირებს ეს არ ეხება, ეხება იურიდიულ პირებს ანუ კომპანიებს, კომპანიების მხრიდან პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გრანტების კანონის“ ერთ-ერთ პუნქტზე საუბრისას, სადაც საუბარია, რომ კომპანია, რომელიც ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც არ უკავშირდება მის ძირითად საქმიანობას დაჯარიმდება.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოში მოქმედი კანონი ისედაც კრძალავს იურიდიული პარტიების მხრიდან შემოწირულობების გაკეთებას პარტიებისთვის და ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ამ კომპანიებს არ ჰქონდეს პოლიტიკური პლატფორმებად გადაქცევის შესაძლებლობა.

„საქართველოში აკრძალულია იურიდიული პირების მხრიდან პარტიებისთვის შემოწირულობის გაკეთება. ანუ იურიდიულ პირს, კომპანიას არ შეუძლია პოლიტიკაში ირიბად ყოფნა, პარტიის დაფინანსება, რომ შემდეგ მისი ინტერესი პარტიამ გაატაროს. აკრძალულია ეს ჩვენთან. აქედან ლოგიკა, თუ კი ჩვენ ვთანხმდებით და ეს აკრძალულია საქართველოში, რომ იურიდიულ პირებს ვუკრძალავთ პარტიის დაფინანსებას და ამით ირიბად პოლიტიკაში ყოფნას, მაშინ რა თქმა უნდა აკრძალული უნდა იყოს, რომ ის პირდაპირ იყოს პოლიტიკაში ჩართული და პირდაპირ, როგორც პარტია მოქმედებდეს. ეს რეგულაცია ამას გულისხმობს.

ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ვინც არიან რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები და მთელი მათი მომართულობა არის ის, რომ რამენაირად გარე ძალებს ასიამოვნონ, ზოგიერთი ან ბიზნესშია ან სხვაგან, მათ პირადად რაც უნდათ ის გამოხატონ, მაგრამ საკუთარ კომპანიებს შემდეგ წამოაყენებენ და კომპანიები ხდება პოლიტიკური პლატფორმა გარკვეული აქტივობების. მათ შორის მათი რეკლამა, რომელსაც შეიძლება პოლიტიკური შინაარსი ჰქონდეს ანუ კომპანია ხდება უკვე პოლიტიკური აქტორი. თუ კი კომპანიას, იურიდიულ პირს აკრძალული აქვს პარტიის დაფინანსება, მით უფრო აკრძალული უნდა ჰქონდეს პოლიტიკაში ყოფნა.

როდესაც ბიზნესმენის პოზიცია არის, რომ ხელი არ ჩამოართვა, გარიყე, „ბიომასა“ დაუძახე, ზიზღი, სიძულვილი და როდესაც ამ ადამიანს აქვს კომპანია, რომელიც შეიძლება ხალხს მომსახურებას უწევს და იქ რომ ადა იანი შედის და მტრულ გარემოს უხვედრებს პირადად მის წინააღმდეგ, რომ არ ხარ ადამიანი, ხარ გასარიყი, ხარ ჩამოსაწერი. თვითონ, რაც უნდათ ის ქნან, თავის სიძულვილში ბოლომდე ჩაიხარშონ მათი ხვედრი ეს არის, მაგრამ მათმა კომპანიებმა ნება იბოძონ მოემსახურონ ყველას და არ გახდნენ პოლიტიკური პლატფორმა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და მისი თანმდევი კანონპროექტების განხილვას იწყებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
პრემიერი ეუთო-ს ანგარიშზე: არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არ მოსწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს
პრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით
ირაკლი კობახიძე: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, წინასწარ იყო დაწერილი დასკვნა
არქივი