ზელენსკის თქმით, უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, შეერთებულ შტატებში გაგრძელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
103 06 თებერვალი 2026, 09:24

უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, შეერთებულ შტატებში გაგრძელდება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი შეხვედრის მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ.

გუშინ გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა ეკონომიკურ, ტერიტორიულ და ცეცხლის შეწყვეტის საკითხებზე იმსჯელეს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დახურული შეხვედრების დეტალები ამ დრომდე კონფიდენციალურია, თუმცა ის, რომ მომდევნო რაუნდი დაიგეგმა, ნიშნავს, რომ ომის დიალოგის გზით დასრულების შანსი არსებობს.

„ისაუბრეს ყველაფერზე, თუმცა მომლაპარაკებლები ამის შესახებ ინფორმაციას კონფიდენციალურად მიიჩნევენ და მას ადგილზე ჩამოსვლის შემდეგ გამაცნობენ. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გრძელდება. ჩვენ უფრო სწრაფი შედეგები გვინდა, მაგრამ, რადგანაც შემდეგი შეხვედრა უკვე დაიგეგმა, ნიშნავს, რომ დიალოგის გაგრძელების შანსი არსებობს. იმედი გვაქვს, რომ ის ომის დასრულებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა დონალდ ტრამპსა და ისრაელს მოუწოდა, „რაც შეიძლება მალე“ დაასრულონ ომი ირანში
საქართველოშო მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეები ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებენ
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო - საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათოლიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს
მოჯტაბა ხამენეი იმუქრება, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის მკვლელები „საფასურს გადაიხდიან“
არქივი