ირაკლი კირცხალია ევროკომისიის კვლევაზე: ეს ანგარიში ცხადყოფს ერთს, რომ ვერავინ გაექცევა გეოგრაფიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 09 თებერვალი 2026, 15:22

ეს ანგარიში ცხადყოფს ერთს, რომ ვერავინ ვერ გაექცევა გეოგრაფიას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ მედიასთან.

დეპუტატი გამოეხმაურა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ მეტა კვლევის დოკუმენტს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი გზაა.

„ჩვენი პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომ მაქსიმალურად ავწიოთ ის როლი, რაც გეოგრაფიულად აქვს ჩვენს ქვეყანას და მოვუფრთხილდეთ ამ როლს, რაც ახლა ევროკომისიის ანგარიშში ვნახეთ. ყველას კარგად გვახსოვს ამ როლის დაკნინება, შეტევა ყველა ინვესტიციაზე, აგენტურის მცდელობები; ეს ყველაფერი დავალება იყო რა თქმა უნდა. ერთია რას წერია კომისია და მეორეა - რა განცხადებებს ვისმენთ. სწორედ აქ უნდა გავავლოთ ძალიან მკაფიო ხაზი ამ არ არჩეულ ბიუროკრატიას, მათ ბინძურ პოლიტიკასა და რეალობას შორის. ამ რეალობას ჩვენ ძალიან კარგად ვაფასებთ და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა, ისევე ვჭირდებით ევროპას, ეს სწორედ გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობით. ასე რომ გავაგრძელებთ ჩვენ პოლიტიკას.

ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდით, რომ ინსტიტუციურ დონეზე არასდროს შეგვიწყვეტია და ყოველთვის მაღალ დონეზეა ურთიერთობები, ეს იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ამერიკის შეერთებულ შტატები თუ სხვა ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა. სწორედ ამ ინსტიტუციურ დონეზე, ძალიან მაღალ დონეზე გაგრძელებული ურთიერთობა არის შემდეგ საწინდარი ყველა იმ დასკვნის, კვლევისა თუ სტატისტიკისა, რომელსაც ჩვენ კვირიდან კვირამდე ვხედავთ“, - აღნიშნა კირცხალიამ.

ევროკომისიამ მეტა კვლევის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება. ხაზგასმულია, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი გზაა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე პირდაპირ აისახება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The Wall Street Journal: პენტაგონს ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითთა დამატებითი ქვედანაყოფები და სამხედრო ხომალდები გადაჰყავს
ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმები 90%-ითაა შემცირებული, დრონებით თავდასხმები - 95%-ით
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ათ მილიონ დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს პირებს, რომლებიც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „მთავარ ლიდერებზე“ მიაწვდით ინფორმაცია
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თეირანზე ფართომასშტაბიანი დარტყმები დაიწყეს
The New York Times: აშშ-ის გადაწყვეტილებამ რუსულ ნავთობზე გარკვეული შეზღუდვების დროებით მოხსნის შესახებ, კრემლს გეოპოლიტიკური გამარჯვება მოუტანა
არქივი