ზურაბიშვილზე რაიმე კომენტარი არასერიოზულია, პრეზიდენტის შტანდარტით დარბოდა, შემდეგ, შეიძლება, დედოფლობაც უნდოდა, დღეს, არ ვიცი, პრეზიდენტად აღიარებს თავს თუ მონარქად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 09 თებერვალი 2026, 17:00

სალომე ზურაბიშვილის თითოეული ქმედება ანეკდოტად ჩაითვლება. ღიმილის მომგვრელი და არასერიოზულია ზურაბიშვილზე რაიმე კომენტარის გაკეთება. ჯერ პრეზიდენტის შტანდარტით დარბოდა, შემდეგ, შეიძლება, დედოფლობაც უნდოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „კონსტიტუციურ არაღიარებაზე ცვლილებები ეხება თუ არა სალომე ზურაბიშვილს და დააკავებენ თუ არა მას?“

ირაკლი კირცხალიას თქმით, ცვლილებები მიმართულია იმ ექსტრემიზმის წინააღმდეგ, რომელიც ფინანსდებოდა და ბრიუსელში მაღალ დონეზე იყო მხარდაჭერილი.

„დღეს, არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს პრეზიდენტად აღიარებს თუ მონარქად. რა კლინიკასთან გვაქვს საქმე, ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ ნურავის წაუცდება ექსტრემისტული განცხადება და მოწოდება, რომელიც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ეს ცვლილებები მიმართულია იმ ექსტრემიზმის წინააღმდეგ, რომელიც ფინანსდებოდა და ბრიუსელში მაღალ დონეზე იყო მხარდაჭერილი. ვერცერთ დახელფასებულ დაჯგუფებას საშუალებას ვერ მივცემთ, საქართველოში კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქმედებები განახორციელონ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The Wall Street Journal: პენტაგონს ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითთა დამატებითი ქვედანაყოფები და სამხედრო ხომალდები გადაჰყავს
ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმები 90%-ითაა შემცირებული, დრონებით თავდასხმები - 95%-ით
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ათ მილიონ დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს პირებს, რომლებიც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „მთავარ ლიდერებზე“ მიაწვდით ინფორმაცია
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თეირანზე ფართომასშტაბიანი დარტყმები დაიწყეს
The New York Times: აშშ-ის გადაწყვეტილებამ რუსულ ნავთობზე გარკვეული შეზღუდვების დროებით მოხსნის შესახებ, კრემლს გეოპოლიტიკური გამარჯვება მოუტანა
არქივი