საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 09 თებერვალი 2026, 18:23

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად გარდაიქმნება.

პრემიერის განმარტებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ტექნიკური ფაკულტეტები, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები კი მილევად რეჟიმში იქნება.

„„ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა, შესაბამის პროგრამაში შედიოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი. რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩებიან მილევად რეჟიმში. შესაბამისად, ამ წლიდან უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან საკმაოდ ხანგრძლივი, საინტერესო და, რაც მთავარია, შედეგიანი შეხვედრა შედგა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერა იმ რეფორმის მიმართ, რომელიც ჩვენ გვაქვს დაანონსებული. ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უნივერსიტეტი სრულად უჭერს მხარს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კონცეფციით გათვალისწინებულ ცვლილებებს, მათ შორის საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის თვისებრივი განახლების გეგმას, „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპს“, რეგიონებში უნივერსიტეტების გაძლიერების იდეას, არსებითად 3+1 სასწავლო პროგრამებზე გადასვლას, სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერებისა და საკადრო პოლიტიკის დახვეწის გეგმას, დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებას. ამაზე გვქონდა საინტერესო დისკუსიები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხარდაჭერა რეფორმის მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - ირანის დრონებით თავდასხმებთან დაკავშირებით მზადდება საჭირო საპასუხო ზომები, აგრესიის ეს აქტები უპასუხოდ არ დარჩება
თამარ ჩიბურდანიძე: რამდენჯერ მიუღია ღალატი ქვეყანას ამ ოპოზიციისგან, მაგრამ რაც თინა ხიდაშელმა იკადრა - მოდით, დაგვბომბეთ - საქართველოს ბოლომდე გაწირვაა
შოთა ბერეკაშვილი: დისტრიბუციის ნაწილში, ძალიან მაღალია ფასნამატი - ჩვენი მიზანია, სწორი ინსტრუმენტების დანერგვით, გავაჯანსაღოთ სექტორში ურთიერთობები
დავით ქართველიშვილი: ნახიჩევანზე დარტყმა არის დარტყმა იმ ილუზიაზე, თითქოს კორიდორები შეიძლება აშენდეს გეოპოლიტიკური კონფლიქტებისგან დამოუკიდებლად
აზერბაიჯანში ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, მას საპროტესტო ნოტას გადასცემენ
არქივი