ბრიუსელი შეაქებდა საქართველოს და ქართველ ხალხს, თუ ისინი ომში წავიდოდნენ, ან გეი ქორწინებას დააკანონებდნენ. ვინაიდან საქართველოს არ სურს ზემოჩამოთვლილის გაკეთება, არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ბრიუსელი შეგაქებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 09 თებერვალი 2026, 18:59

ბრიუსელში ყველა შეაქებდა საქართველოს, თუ საქართველო მზად იქნებოდა დაეთმო საკუთარი სუვერენიტეტი, თუ საქართველო დაუშვებდა, რომ ბრიუსელი ჩარეულიყო მის შიდა საქმეებში, - განაცხადა ქართველ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ.

ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ აქვს განსხვავებული მიდგომა ბრიუსელს საქართველოს მიმართ, რა არის ამის მიზეზი.

„ბრიუსელში ყველა შეაქებდა საქართველოს, თუ საქართველო მზად იქნებოდა დაეთმო საკუთარი სუვერენიტეტი, თუ საქართველო დაუშვებდა, რომ ბრიუსელი ჩარეულიყო მის შიდა საქმეებში. ისინი ძალიან მოხარულები იქნებოდნენ, რომ საქართველო ასევე ჩართული ყოფილიყო ომში. ბრიუსელი შეაქებდა საქართველოსა და ქართველ ხალხს, თუ ისინი ომში წავიდოდნენ, საქართველოს ასევე შეაქებდნენ თუ გეი ქორწინებას დააკანონებდნენ. ვინაიდან საქართველოს არ სურს ზემოჩამოთვლილის გაკეთება, შესაბამისად, არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ბრიუსელი შეგაქებთ. სუვერენული და პატრიოტული, კონსერვატორული მთავრობები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენენ, ვერ ენდობიან ბრიუსელს. ჩვენ ვართ ის იღბლიანი სახელმწიფოები. რადგან საქართველოში გყავთ ასეთი მთავრობა, ისევე როგორიც უნგრეთში, ჩვენ გვმართავს ჩვენი მთავრობები და არა - ბრიუსელი“, - აღნიშნა სიიარტომ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე: ეს სრული დეზინფორმაციაა - რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, რომ ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში საქართველო გახდეს ამ ცეცხლის ალის ნაწილი
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს
უნგრეთი მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - ირანის დრონებით თავდასხმებთან დაკავშირებით მზადდება საჭირო საპასუხო ზომები, აგრესიის ეს აქტები უპასუხოდ არ დარჩება
თამარ ჩიბურდანიძე: რამდენჯერ მიუღია ღალატი ქვეყანას ამ ოპოზიციისგან, მაგრამ რაც თინა ხიდაშელმა იკადრა - მოდით, დაგვბომბეთ - საქართველოს ბოლომდე გაწირვაა
არქივი