ბრალდებული ნანა სანდერი: გრძელდება არაადამიანური მოპყრობა - ციხის დირექტორმა შემომითვალა, რომ იატაკის ჯოხის საკანში შემოტანის უფლება არ მქონდა და იატაკი ხელით უნდა მომეწმინდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
134 10 თებერვალი 2026, 15:28

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 12 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის მარიამ მეყანწიშვილისა და ნანა სანდერის.

სასამართლო სხდომაზე მოწმე ექსპერტების კითხავენ. სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა, ნანა სანდერმა. ის ციხის დირექტორის დასანქცირებას ითხოვს. იგი აცხადებს, რომ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მისივე თქმით, არ მიეწოდება ვეგანური კვება და არ მისცეს იატაკის ჯოხის საკანში შეტანის საშუალება.

„გრძელდება არაადამიანური მოპყრობა. ციხის დირექტორმა შემომითვალა, რომ იატაკის ჯოხის საკანში შემოტანის უფლება არ მქონდა და იატაკი ხელით უნდა მომეწმინდა. ის აუცილებლად მოხვდება ციხეში. იქამდე მე ვთხოვ საზღვარგარეთ მცხოვრებ მეგობრებს, რომ ციხის დირექტორი შეიყვანონ დასასანქცირებელთა სიაში. მე არ მიმიღია ორთოპედიული მატრასი. მე ვარ ვეგანი და ვეგანური კვება არ მომეწოდება“, - განაცხადა ბრალდებულმა, ნანა სანდერსმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: პოლიტიკური სურათი რომ გავადიდოთ, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვერც „ნაცმოძრაობა“ და ვერც მისგან გამოყოფილნი ვეღარ წარდგებიან „მთავარ ოპოზიციურ ძალად“. ხალხს, მათ შორის, ოპოზიციურ ამომრჩეველს, არაერთი ალტერნატივა ეყოლება ასარჩევად
დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს
დავით ქართველიშვილი: ცოტნე ივანიშვილის ჩართულობა ჩვენი საზოგადოების ახალგაზრდული სეგმენტის გაერთიანებაში მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო - არა თუ მისასალმებელია, არამედ მხარდასაჭერია, როგორც ხვალინდელი ერთიანი და სანიმუშო ქართველობის მომავლის ფუნდამენტის აღმშენებლობა
ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია
დავით ქართველიშვილი: სომხეთში ხედავენ, რომ დაპირებების მიუხედავად, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან კონკრეტულ მხარდაჭერას ვერ იღებენ
არქივი