გია აბაშიძე: ტვინგაღუნულ ნაცექსპერტებს ეგონათ, რომ სუს-ის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე მოსკოვში ჩავიდოდა და თურმე ვაშინგტონში ყოფილა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
107 11 თებერვალი 2026, 12:16

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მათგანი შეცდომით ვარაუდობდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე მოსკოვში ჩავიდოდა, თუმცა ის 7-10 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

ანალიტიკოსის თქმით, მდინარაძემ ვაშინგტონში კოლეგებთან უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრები გამართა.

„ტვინგაღუნულ ნაცექსპერტებს ეგონათ, რომ სუს-ის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე მოსკოვში ჩავიდოდა და თურმე ვაშინგტონში ყოფილა. ქაჯობაში კიდევ უფრო დახვეწილთა აზრით, ბატონმა მდინარაძემ ამერიკელ კოლეგებს ხელისუფლების ე.წ. გადაბარებასა და ე.წ. გარანტიების შესახებ ესაუბრა. ეს ე.წ. ანალიტიკოსები იმ კლასტერიდან არიან, სადაც რომან გოცირიძე და გია ხუხაშვილი ეკონომიკის დაცემას წინასწარმეტყველებენ და დავით სიხარულიძე „ორეშნიკის“ რაკეტებს ვითომ აუბრალოებს. ყავაზე იმკითხაონ ნაცძონძებმა, იქნებ მაგაში უფრო წარმატებულნი იყვნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა დონალდ ტრამპსა და ისრაელს მოუწოდა, „რაც შეიძლება მალე“ დაასრულონ ომი ირანში
საქართველოშო მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეები ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებენ
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო - საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათოლიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს
მოჯტაბა ხამენეი იმუქრება, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის მკვლელები „საფასურს გადაიხდიან“
არქივი