კონსერვატორმა ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ევროკომისია სადამსჯელო ზომებს მიმართავს იმ წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავენ.
დებატები ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში სლოვაკეთში კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხს დაეთმო.
ევროკომისია ბრატისლავას ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო, დემოკრატიის უკუსვლაში ადანაშაულებს.
როგორც „კონსერვატორებისა“ და „რეფორმისტების“, ასევე „პატრიოტები ევროპისთვის“ პოლიტიკურმა ჯგუფებმა აღნიშნეს, სლოვაკეთიც და უნგრეთიც ისჯებიან მხოლოდ იმის გამო, რომ არ აღიარებენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, არ ემხრობიან გენდერულ იდეოლოგიას და იღებენ სუვერენულ გადაწყვეტილებებს.
„ურსულა ფონ დერ ლაიენს არ მოსწონს, რომ ჩვენს ბავშვებს ულტრამემარცხენე გენდერული იდეოლოგიისგან ვიცავთ. უნგრეთს მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში გვიჩივიან. არ მოგწონთ, რომ უნგრეთის უნივერსიტეტებმა ახალი მოდელი მიიღეს, ამიტომ ასობით ათასი უნგრელი სტუდენტი კოლექტიურად გარიცხეთ Erasmus-ის პროგრამიდან. არ მოგწონთ, რომ უნგრელები არალეგალი მიგრანტებისგან დახმარებას არ ითხოვენ. ამის გამო ყოველთვიურად უნგრელებს 201 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმას აკისრებენ. ეს არის ევროკომისიის მხრიდან კოლექტიური დასჯის მეთოდი და ამის ფონზე გსურთ ლექცია წაგვიკითხოთ ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე? გრცხვენოდეთ“, - განაცხადა უნგრელმა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |