რატი იონათამიშვილი: პარალიმპიელების ჯილდოები გაუთანაბრდა ოლიმპიელების ჯილდოებს, რის შემდეგაც საქართველომ მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ ყველა სახელმწიფოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 12 თებერვალი 2026, 16:42
საქართველოსთვის პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არ ნიშნავს მხოლოდ პროფესიული და მაღალი მიღწევების სპორტის მხარდაჭერას, არამედ, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის ძლიერი მექანიზმი და ინვესტიცია უკეთესი ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტზე (CESCR) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. 

„პარალიმპიური მოძრაობის ბიუჯეტი 2012 წელს 27,000 ლარი იყო, დღეს კი 4.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რასაც ასევე  ემატება ძლიერი სოციალური გარანტიები და ჯილდოები პარაათლეტებისთვის.  აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პარიზის 2024-ის წინ, პარალიმპიელების  ჯილდოები გაუთანაბრდა ოლიმპიელების ჯილდოებს, რის შემდეგაც საქართველომ მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ  უსწრებს  ევროკავშირის  და NATO-ს წევრ ყველა სახელმწიფოს. 

ბოლოს, მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მივესალმო ქართველ პარასპორტსმენებს ზამთრის პარალიმპიური თამაშების წინ, რომელთა მიღწევები შთამაგონებელია და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც მათი, ასევე სხვების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას.“-განაცხადა იონათამიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა დონალდ ტრამპსა და ისრაელს მოუწოდა, „რაც შეიძლება მალე“ დაასრულონ ომი ირანში
საქართველოშო მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეები ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებენ
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო - საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათოლიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს
მოჯტაბა ხამენეი იმუქრება, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის მკვლელები „საფასურს გადაიხდიან“
არქივი