ბელგიის პოლიციამ უძრავი ქონების გაყიდვის საქმეზე ევროკომისიაში ჩხრეკა ჩაატარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 12 თებერვალი 2026, 17:15

ბელგიის პოლიციამ უძრავი ქონების გაყიდვისას ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების ფარგლებში ევროკომისიაში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემას ორმა წყარომ განუცხადა, ჩხრეკა ხუთშაბათს დილით ევროკომისიის რამდენიმე შენობაში, მათ შორის საბიუჯეტო დეპარტამენტში ჩატარდა.

საუბარია ევროკავშირის კუთვნილი ქონების გაყიდვაზე რამდენიმე წლის წინ, როცა იოჰანეს ჰანი ბიუჯეტის საკითხებში ევროკომისრის თანამდებობას იკავებდა.

გამოცემის ცნობით, ჰანი 2024 წლის ბოლომდე 1 ტრილიონი ევროს ოდენობის ევროკავშირის ბიუჯეტს განკარგავდა. მანდატის ამოწურვის შემდეგ ის კვიპროსის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნეს.

ევროპული პროკურატურა (EPPO) იძიებს 23 შენობის საქმეს, რომლებიც 2024 წელს ბელგიის სუვერენულმა ფონდმა 900 მილიონ ევროდ შეიძინა. მაშინ კომისიამ განაცხადა, რომ გარიგება ევროკავშირის კანონმდებლობისა და წესების დაცვით შედგა.

ჩხრეკა ევროპულ პროკურატურაში დაადასტურეს, თუმცა დამატებითი კომენტარებისგან თავი შეიკავეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა დონალდ ტრამპსა და ისრაელს მოუწოდა, „რაც შეიძლება მალე“ დაასრულონ ომი ირანში
საქართველოშო მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეები ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებენ
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო - საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათოლიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს
მოჯტაბა ხამენეი იმუქრება, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის მკვლელები „საფასურს გადაიხდიან“
არქივი