რუსეთთან ერთად უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის აუცილებლობის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გამოეხმაურა.
„ადრე თუ გვიან არათუ უსაფრთხოების არქიტექტურაზე იმუშავებენ ერთად, ფრენებსაც აღადგენენ, მატარებლების გადაადგილებასაც აღადგენენ, ვიზებსაც აღადგენენ და ერთადაც იზეიმებენ ფაშისტებზე გამარჯვებას ასევე მოსკოვში. როგორც ჩვენ ვნახეთ, იგივე სცენარი 2008 წლის შემდგომ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
პატრიოტიზმი არა ხმამაღალ ლოზუნგებში, არამედ სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია - სტატუსს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე აქვეყნებს. შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც ემანუელ მაკრონმა რუსეთთან ერთად უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის აუცილებლობაზე ილაპარაკა. გეოგრაფიას ვერ შეცვლი, ვერც ისტორიას წაშლი, ამ სიმართლეს ვინც თვალს უსწორებს, ის ქვეყანას იცავს - წერს შალვა პაპუაშვილი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |