ნიკოლოზ სამხარაძე: მნიშვნელოვანია ზორან მილანოვიჩის განცხადება, რომ ის აღშფოთებული იყო, როდესაც უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციის აქციაზე ჩამოვიდნენ, რადგან მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო პერიოდში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 12 თებერვალი 2026, 17:48

ყველაფერი ის, რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ეს იარლიყების მიწებება ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ ეს არის პრო რუსული ხელისუფლება, ან რუსეთის ინტერესებს ატარებს, ეს ყველაფერი არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ბატონმა მილანოვიჩმა დაადასტურა, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზორან მილანოვიჩის განცხადება, რომ ის აღშფოთებული იყო იმ ფაქტით, როდესაც უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციის აქციაზე ჩამოვიდნენ, რადგან მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო პერიოდში.

„მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებაში არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, უბრალოდ მათ უჭირთ საკუთარი პოზიციების გამოხატვა ბრიუსელის ბიუროკრატიის გამო“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა დონალდ ტრამპსა და ისრაელს მოუწოდა, „რაც შეიძლება მალე“ დაასრულონ ომი ირანში
საქართველოშო მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეები ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებენ
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო - საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათოლიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს
მოჯტაბა ხამენეი იმუქრება, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის მკვლელები „საფასურს გადაიხდიან“
არქივი