ევროპის წევრი სახელმწიფოების ძალიან დიდ უმრავლესობას აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები და პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. კარგია, რომ ამ ფორმატში საქართველოს მოსახლეობამ დაინახა, თუ სად არის ევროპა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩის ვიზიტის და მის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.
„მაშინ როდესაც, საქართველო ყოველდღიურ რეჟიმში იგერიებს-ხოლმე ბრიუსელის ბიუროკრატების უსამართლო შეტევებსა და კრიტიკას, აი, ეს არის სწორედ ევროპის ხმა. სწორედ ეს არის ევროპელი მოქალაქეების ხმა და ევროპული ინტერესები, რომელიც ხორვატიის პრეზიდენტმა გააჟღერა. სწორედ ამ აბსურდულ განსხვავებას ვხედავთ-ხოლმე, როდესც ბრიუსელის ბიუროკრატია არის სრულიად აცდენილი ევროპის ინტერესებს, მაშინ როდესაც ევროპის მოქალაქეებს, ევროპის წევრი სახელმწიფოების ძალიან დიდ უმრავლესობას აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები და პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. კარგია, რომ ამ ფორმატში საქართველოს მოსახლეობამ დაინახა, თუ სად არის ევროპა, რა არის ევროპა“, - განაცხადა მახაშვილმა.
ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: „ვნახე მინისტრები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობისთვის. ამისი გადახვევა მინდოდა ტვინში, ვფიქრობდი, როგორ ვიგრძნობდი თავს, ეს პოლიტიკოსები რომ ჩამოსულიყვნენ ჩემს ქვეყანაში“.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |