რუსეთის ვიცე-პრემიერი: მოსკოვი საქართველოსთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას განიხილავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 12 თებერვალი 2026, 17:54

რუსეთი საქართველოსთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს, - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა.

„კავკასიაში ყველა გაუქმებული გზების განბლოკვაზე მუშაობა მიმდინარეობს, მათ შორის განიხილება სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის აფხაზეთის ტერიტორიის გავლით“, - აღნიშნა ოვერჩუკმა.

რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ამ მარშრუტის აღდგენა მნიშვნელოვანია სხვა „დიდი ამოცანის“ გადასაჭრელად, რომელიც კავკასიის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირის გაძლიერებას ეხება და რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია „აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანის, თურქეთისა და რუსეთის ხალხების მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“.

„იმედი გვაქვს, რომ რეგიონის ყველა სახელმწიფო აღნიშნული მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრის დროს კონსტრუქციულად ითანამშრომლებს“, - დასძინა ოვერჩუკმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის სენატმა ირანის წინააღმდეგ ტრამპის საომარი უფლებამოსილებების შეზღუდვას მხარი არ დაუჭირა
რუსეთს შეუძლია ევროკავშირის გაზის ბაზარი უფრო მომგებიანი ბაზრების სანაცვლოდ ნაადრევად დატოვოს
თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
თეთრი სახლის სპიკერი: თეთრ სახლში გვყავდა ძალიან სულელი და არაკომპეტენტური ლიდერი, რომელმაც ჩვენი საუკეთესო იარაღის დიდი ნაწილი უფასოდ გადასცა შორს მდებარე სხვა ქვეყანას, სახელად უკრაინა
თამარ ტალიაშვილი ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: ეს შეხვედრა უდავოდ ითამაშებს თავის მნიშვნელოვან როლს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით
არქივი