ეკა სეფაშვილმა გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) 79-ე სესიის მე-7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 12 თებერვალი 2026, 17:59

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მდივანმა, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა, 11–12 თებერვალს, ჟენევაში, გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) 79-ე სესიის მე-7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

სესიის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელობას.

გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) 79-ე სესიის მე-7 შეხვედრაში ეკა სეფაშვილის გარდა მონაწილეობას იღებდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

პარლამენტის წევრების განცხადებით, საქართველოსთვის ბავშვთა უფლებები პრიორიტეტია, ხოლო დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეროვნული კანონი იცავს ყველა ადამიანის უფლებას და თანასწორობას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის სენატმა ირანის წინააღმდეგ ტრამპის საომარი უფლებამოსილებების შეზღუდვას მხარი არ დაუჭირა
რუსეთს შეუძლია ევროკავშირის გაზის ბაზარი უფრო მომგებიანი ბაზრების სანაცვლოდ ნაადრევად დატოვოს
თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
თეთრი სახლის სპიკერი: თეთრ სახლში გვყავდა ძალიან სულელი და არაკომპეტენტური ლიდერი, რომელმაც ჩვენი საუკეთესო იარაღის დიდი ნაწილი უფასოდ გადასცა შორს მდებარე სხვა ქვეყანას, სახელად უკრაინა
თამარ ტალიაშვილი ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: ეს შეხვედრა უდავოდ ითამაშებს თავის მნიშვნელოვან როლს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით
არქივი