დონალდ ტუსკი: პოლონეთი აშშ-ის ერთგული მოკავშირეა, თუმცა ვასალი არ იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 12 თებერვალი 2026, 18:53

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ხუთშაბათს კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის ერთგულება აშშ-ის მიმართ, თუმცა გამორიცხა რომელიმე ქვეყნის „ვასალად“ გახდომა.

ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ვარშავა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ არ შეუერთდებოდა.

„პოლონეთი იყო, არის და იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული, საიმედო და პროგნოზირებადი მოკავშირე“, - განაცხადა ტუსკმა ჟურნალისტებთან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი ეს კომენტარები მოჰყვა ერთი დღით ადრე გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ პოლონეთი არ მიიღებს მონაწილეობას ინიციატივაში „მშვიდობის საბჭო“.

„მაგრამ ამ ალიანსში პოლონეთი არ არის და არც იქნება - სანამ მე პრემიერ-მინისტრი ვარ - ვასალი. ჩვენ ვიქნებით ერთგული მოკავშირე, მაგრამ არ ვიქნებით არცერთი ქვეყნის ვასალი მსოფლიოში“, - ხაზგასმით აღნიშნა ტუსკმა.

მან დასძინა, რომ „მოკავშირეებს შორის ურთიერთობა არ შეიძლება, დამოკიდებული იყოს იმაზე, რომ ვინმე გამუდმებით თავს აქნევს და ცდილობს რაიმეს მიღწევას პირფერობით“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის სენატმა ირანის წინააღმდეგ ტრამპის საომარი უფლებამოსილებების შეზღუდვას მხარი არ დაუჭირა
რუსეთს შეუძლია ევროკავშირის გაზის ბაზარი უფრო მომგებიანი ბაზრების სანაცვლოდ ნაადრევად დატოვოს
თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
თეთრი სახლის სპიკერი: თეთრ სახლში გვყავდა ძალიან სულელი და არაკომპეტენტური ლიდერი, რომელმაც ჩვენი საუკეთესო იარაღის დიდი ნაწილი უფასოდ გადასცა შორს მდებარე სხვა ქვეყანას, სახელად უკრაინა
თამარ ტალიაშვილი ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: ეს შეხვედრა უდავოდ ითამაშებს თავის მნიშვნელოვან როლს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით
არქივი