სრულიად შემთხვევით ქალბატონი ნინო იყო ნიკო კვარაცხელიას საფლავთან და მითხრა, თუ მისი შვილი არის ამ საქმის თანამონაწილე, საკუთარი ხელით მიუყვანს პროკურატურას. ველოდები ქალბატონ ნინოს მოქმედებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 17 თებერვალი 2026, 14:37

„სრულიად შემთხვევით ქალბატონი ნინო[ქადაგიძე ჟვანია] იყო ნიკო კვარაცხელიას საფლავთან და მან მითხრა, რომ თუ მისი შვილი არის ამ საქმის თანამონაწილე, საკუთარი ხელით მიუყვანს პროკურატურას. ველოდები ქალბატონ ნინოს მოქმედებას“, - განუცხადა „ქრონიკას“ ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძემ.

მისი თქმით, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა შეკვეთილი მოტივით.

„რასაც ვამბობდი, მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ზუსტად ისე ყოფილა ყველაფერი. ესენი ყოფილან დამნაშავეები და საჭირო იყო მათი დროულად პასუხისგებაში მიცემა, რადგან ძალიან მალე ველოდები, რომ ისინი ალაპარაკდებიან.

ნიკო კვარაცხელია იყო იმ მასშტაბის ფიგურა, მე დედა მისი საქმის შესახებ ვერ გავმართავდი ჭორაობას. ველოდებოდი სამართლებრივად განმტკიცებულ მასალას, თუმცა ჩემთვის დაუჯერებელი იყო ეს ამბავი, მოტივი დაუჯერებელი იყო. მე არ ვიცი რა დაპირისპირებაზეა საუბარი. ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა შეკვეთილი მოტივით“, - აღნიშნა მან.

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია. განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც გამოძიების დეტალებზე ისაუბრა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
პრემიერი ეუთო-ს ანგარიშზე: არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არ მოსწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს
პრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით
ირაკლი კობახიძე: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, წინასწარ იყო დაწერილი დასკვნა
არქივი