Reuters: გერმანიის ეკონომიკა მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, 1%-ით გაიზრდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 17 თებერვალი 2026, 19:01

გერმანიის ეკონომიკა მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, 1%-ით გაიზრდება, რაც ოდნავ აღემატება ადრე გაკეთებულ პროგნოზს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„თუმცა, მდგრადი აღმავლობის მისაღწევად აუცილებელია რეფორმების გატარება“, - განაცხადა სამშაბათს გერმანიის მრეწველობისა და ვაჭრობის პალატამ.

„ეს ძალიან ცოტაა. ჩვენი კონკურენტები უფრო დინამიურები არიან“, - განაცხადა ჰელენა მელნიკოვმა, სავაჭრო პალატის (DIHK) აღმასრულებელმა დირექტორმა.

მანამდე პალატა 2026 წლისთვის 0.7%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

„ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა კვლავ ცდილობს განვითარების ტემპის აღდგენას, რადგან გეოპოლიტიკური გაურკვევლობა, მაღალი საოპერაციო ხარჯები და სუსტი შიდა მოთხოვნა მძიმე ტვირთად აწვება კომპანიებს. ამასთან, 2026 წლის ზრდა მეტწილად სტატისტიკური და კალენდარული ეფექტებით არის განპირობებული“, - წერს სააგენტო Reuters-ი.

„მზარდი გლობალური ეკონომიკა და გაზრდილი სახელმწიფო ხარჯები - მაგალითად, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე - გარკვეულ სექტორებს მცირედით აცოცხლებს. თუმცა, საერთო ჯამში, ეს ეფექტი საკმარისად არ იგრძნობა“, - განაცხადა მელნიკოვმა ბერლინში პროგნოზის პრეზენტაციაზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
პრემიერი ეუთო-ს ანგარიშზე: არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არ მოსწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს
პრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით
ირაკლი კობახიძე: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, წინასწარ იყო დაწერილი დასკვნა
არქივი