პრემიერი: იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც რეალურად პირი არ იმყოფებოდა სწავლის მიზნით საქართველოში და მათზე მაინც გაიცემოდა ბინადრობის ნებართვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 18 თებერვალი 2026, 14:17

ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო ბინადრობის ნებართვის ბოროტად გამოყენების პრევენცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით იყო ჩამოყალიბებული პრობლემური პრაქტიკა.

„იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც რეალურად პირი არ იმყოფებოდა სწავლის მიზნით საქართველოში და მათზე მაინც გაიცემოდა ბინადრობის ნებართვა. ასეთი შემთხვევები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. მაქსიმალურად გამკაცრდება პოლიტიკა ამ კუთხით.

დაიხვეწება უცხოელების მონაცემთა ბაზა. ჩვენი მიზანია, შევქმნათ სრულფასოვანი მონაცემთა ბაზა, სადაც აისახება მონაცემები საქართველოში მყოფი ყველა უცხოელის შესახებ. ბუნებრივია, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზომა, რომელიც გვაძლევს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის შესაძლებლობას.

ზოგადად, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა არის მუდმივი პროცესი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს უნდა შევხვდეთ მომზადებული და ზუსტად ამას ემსახურება ის ცვლილებები, საკანონმდებლო თუ პრაქტიკული, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა მთლიანად სისტემაში“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
პრემიერი ეუთო-ს ანგარიშზე: არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არ მოსწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს
პრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით
ირაკლი კობახიძე: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, წინასწარ იყო დაწერილი დასკვნა
არქივი