ირაკლი კობახიძე: პირველადი ანალიზით გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა შორის 8% არის შეძლებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 18 თებერვალი 2026, 14:22

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა სოციალური დახმარების სისტემაზე, რომელზეც ამბობს, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას და განახლებას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიის დროს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ხოლო დახმარების მიმღებთა შორის 8 პროცენტს არათუ სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, არამედ შეძლებულია.

სწორედ ამიტომ, კობახიძე აცხადებს, რომ ეს საკითხი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელდება.

„სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას გამომდინარე იქიდან, რომ ერთგვარი მორატორიუმი იყო. კოვიდის დროს გაიზარდა, 2020 წელს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. მას შემდეგ ერთგვარი მორატორიუმი მოქმედებდა ბაზის გადახედვაზე. რეალურად ბაზა არის გადასახედი, არ შეიძლება გაიზარდოს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც სიღარიბე არის განახევრებული.

ჩვენ, ერთგვარი პირველადი ანალიზი ჩავატარეთ და გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა შორის მხოლოდ 8 პროცენტი არის ისეთი ადამიანი, რომელიც არის შეძლებული. არათუ, სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ამ 700-800 ათასიდან დაახლოებით 8% შეძლებულია. რა თქმა უნდა, სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას, რაც 2020 წლის შემდეგ არსებითად არ მომხდარა. ბუნებრივია, ესეც არის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
პრემიერი ეუთო-ს ანგარიშზე: არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არ მოსწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს
პრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით
ირაკლი კობახიძე: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, წინასწარ იყო დაწერილი დასკვნა
არქივი