Politico: „რესპუბლიკელები“ ტრამპის ინიციატივას ფოსტით ხმის მიცემის აკრძალვის შესახებ ეწინააღმდეგებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 18 თებერვალი 2026, 14:25

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კონგრესს მოუწოდებს არჩევნებზე ფოსტით ხმის მიცემა აკრძალოს, თუმცა „რესპუბლიკური“ პარტიის წევრები მის ამ ინიციატივას ჯერ არ ითვალისწინებენ. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ტრამპი დიდი ხანია ფოსტით ხმის მიცემის ტრადიციის წინააღმდეგ გამოდის და ამბობს, რომ აღნიშნულ მეთოდს თაღლითურად იყენებენ, რის გამოც მან 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წააგო. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ის არაერთხელ გამოსულა მოწოდებით აეკრძალათ ფოსტით ხმის მიცემა.

„რა საჭიროა, ხმა მისცეთ ფოსტით, თუ იცით, რომ ეს კორუმპირებული სისტემაა?“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

თუმცა, როგორც Politico წერს, ტრამპის ამ თვალსაზრისს არ იზიარებენ სხვა „რესპუბლიკელები“. კანონმდებლების ამომრჩევლების უმეტესობა ათწლეულების მანძილზე ხმას ფოსტით აძლევს.

გამოცემის მტკიცებით, კაპიტოლიუმში ბევრი „რესპუბლიკელი“ ფოსტით ხმის მიცემის სრულ აკრძალვას ეწინააღმდეგება. კანონმდებლები ფიქრობენ, რომ საკითხი სხვაგვარად უნდა იყოს მოგვარებული.

„მე მხარს ვუჭერ ფოსტით ხმის მიცემას“, - აცხადებს წარმომადგენელთა პალატის წევრი, „რესპუბლიკელი“ მაიკ ლოულერი, რომელსაც შუალედურ არჩევნებზე დიდი ბრძოლა ელის.

„იდეა, რომ ზოგი შტატი ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ბიულეტენებს ფოსტით აგზავნის, აბსურდულია, თუმცა ხმის მიცემის საერთოდ გაუქმების წინააღმდეგი ვარ“, - დასძინა ლოულერმა.

Politico აღნიშნავს, რომ გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატამ არჩევნებთან დაკავშირებით მასშტაბური კანონპროექტი „ამერიკის გადარჩენის აქტი“ მიიღო, რომელიც არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებს მოქალაქეობის დადასტურებას და პირადობის მოწმობის წარდგენას ავალდებულებს.

ახალი კანონპროექტი ფოსტით ხმის მიცემის აკრძალვას არ ეხება, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ამას დაჟინებით ითხოვს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
პრემიერი ეუთო-ს ანგარიშზე: არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არ მოსწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს
პრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით
ირაკლი კობახიძე: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, წინასწარ იყო დაწერილი დასკვნა
არქივი