ბენ ანორის ადვოკატი: კილაძე ებრძოდა იმ „ქოლ ცენტრებს“, რომლებიც მათი კონკურენტი იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 18 თებერვალი 2026, 14:48

ბიზნესმენ ბენ ანორის ადვოკატის ზურა თოდუას განცხადებით, ჟურნალისტი ელისო კილაძის დაკავება პროკურატურისთვის მათ მიერ წარდგენილი ფარული ჩანაწერების საფუძველზე მოხდა.

„13 იანვარს გენერალურ პროკურატურას მე ჩავაბარე ფარული ჩანაწერი საჩივართან ერთად, სადაც მასზე რეაგირება ვითხოვე. ორი დანაშაულის შესახებ არის ინფორმაცია. ესაა ინფორმაცია, თუ როგორ დაეუფლნენ ბენ ანორის საკუთრებას კონკრეტული პირები და ქალბატონი ელისო კილაძე და მეორე მიმართულება იყო „ქოლ ცენტრებთან“ კავშირი.

ელისო კილაძეს ჩვენს შენობაში, მესამე სართულზე ჰქონდა თავისი ოფისი, ხოლო მეოთხე და მეხუთე სართულზე ფუნქციონირებდა „ნამადაო სერვის“. გამოძიების ინფორმაციით, ეს „ნამადაო სერვისი“ იყო „ქოლ ცენტრი“. ვინ დაიჯერებს დღეს, რომ ელისო კილაძემ [მისი ოფისის] ერთი სართულით მაღლა ვინ რას საქმიანობდა, ეს არ იცოდა?! ელისო კილაძე ებრძოდა იმ „ქოლ ცენტრებს“, რომლებიც მათი კონკურენტი იყო“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. ამავე საქმეზეა დაკავებული „ქრონიკა +“-ის დამფუძნებელი ელისო კილაძეც. ოთარ ფარცხალაძეს და ელისო კილაძეს თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე წარუდგინეს ბრალი.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდება ასევე წარედგინა ბენ ანორს, რომელმაც "ქმედითად ითანამშრომლა გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარა ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყო ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას"

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
პრემიერი ეუთო-ს ანგარიშზე: არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არ მოსწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს
პრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით
ირაკლი კობახიძე: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, წინასწარ იყო დაწერილი დასკვნა
არქივი