ვიქტორ ჯაფარიძე: სახალხო დამცველი რატომ დუმს, როცა მის ქვეყანაში უცხო სახელმწიფო გუდავს დამოუკიდებელ მედიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
166 28 თებერვალი 2026, 10:33
დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოს ტვ“-ს დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძე და სახალხო დამცველს საჯარო განმარტებისკენ მოუწოდა.

„ბატონო ლევან, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ პირებზე საუბრობთ, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ გთხოვთ, დაიცვათ ტელეკომპანიების უფლებებიც,“ — აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ სახალხო დამცველის დუმილი მაშინ, როდესაც, მისი შეფასებით, სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, საზოგადოებისთვის კითხვებს აჩენს.

„მაინტერესებს, სად არის სახალხო დამცველი ამ დროს? მისგან აბსოლუტური დუმილია. კარგია, როცა ციხეში სახელმწიფო გადატრიალებისთვის დაკავებული პირების მონახულება არ ავიწყდება — შემთხვევით მათი უფლებები ხომ არ ირღვევაო — და ერთ-ერთის, მანჯგალაძის დასაცავად მზადყოფნაც კი გამოთქვა, მზად ვარ სასამართლოში ჩვენება მივცე, რომ მან არაფერი იცოდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის შესახებ და იქ შემთხვევით აღმოჩნდაო, მაგრამ პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, როცა მის ქვეყანაში უცხო სახელმწიფო გუდავს დამოუკიდებელ მედიას.

გამობრძანდეს და აუხსნას მოსახლეობას, რას ნიშნავს დიდი ბრიტანეთის საქციელი!“ — განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი გოგავა: მშვიდობა, რომ გაქვს თითქოს გგონია, რომ ეს ნაჩუქარია, ამ დროს ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა, ამიტომ აქ არსებულ მყიფე მშვიდობას უნდა გავუფრთხილდეთ
ლევან მახაშვილი: აშშ-სთან ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა ცალსახაა. მიუხედავად მცდელობისა, რომ ეს პროცესი დააზიანონ და ძირშივე წარუმატებელი გახადონ, წარმატებით გავალთ ბოლომდე
ეკა სეფაშვილი სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე: საუბარი შეეხო, როგორ იცავენ ქვეყნები თავიანთ სუვერენულ უფლებებს. იმას, რომ თვითონ ხალხის მოთხოვნების შესაბამისად გადაწყვიტონ შიდა პოლიტიკური საკითხები
ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს-აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება
ირაკლი გოგავა: მსოფლიო ომების ეპოქაში შევიდა
არქივი