სომხეთის სასამართლომ, „ტიკ-ტოკზე“ ნიკოლ ფაშინიანის შეურაცხყოფის გამო, ერთ პირს შინაპატიმრობა შეუფარდა - მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
123 28 თებერვალი 2026, 13:25

Armenia Today-ის ინფორმაციით, სოციალური ქსელ "ტიკ-ტოკის" მომხმარებელი აიკ ეგიანი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო. ამის შესახებ ადვოკატმა რომან ერიციანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ტიკტოკერს ასევე აღკვეთის ღონისძიების სახით ქვეყნის დატოვების აკრძალვაც შეუფარდეს

ეგიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 297-ე მუხლის მე-2 ნაწილის 3-ე პუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი საინფორმაციო ან საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის დააკავეს.

ადვოკატის შეფასებით, ეგიანი პოლიტპატიმარია, რადგან მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა ფაშინიანის მისამართით გაკეთებული ვულგარული და უხეში განცხადებების გამო დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი გოგავა: მშვიდობა, რომ გაქვს თითქოს გგონია, რომ ეს ნაჩუქარია, ამ დროს ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა, ამიტომ აქ არსებულ მყიფე მშვიდობას უნდა გავუფრთხილდეთ
ლევან მახაშვილი: აშშ-სთან ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა ცალსახაა. მიუხედავად მცდელობისა, რომ ეს პროცესი დააზიანონ და ძირშივე წარუმატებელი გახადონ, წარმატებით გავალთ ბოლომდე
ეკა სეფაშვილი სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე: საუბარი შეეხო, როგორ იცავენ ქვეყნები თავიანთ სუვერენულ უფლებებს. იმას, რომ თვითონ ხალხის მოთხოვნების შესაბამისად გადაწყვიტონ შიდა პოლიტიკური საკითხები
ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს-აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება
ირაკლი გოგავა: მსოფლიო ომების ეპოქაში შევიდა
არქივი