ზურაბ ქადაგიძე „მეამაზე“ : თუ საკუთარი ქვეყნის დასანქცირების მომხრეებს „უსამშობლოებს“ ვუწოდებთ, მაშინ კომპანია, რომელიც ამ სანქციებს შიდაპოლიტიკური დევნისთვის იყენებს და ეროვნულ ინტერესებს ღიად უპირისპირდება, რა ეწოდება?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
108 01 მარტი 2026, 15:57

რა საინტერესოა „მეამას“ გადაწყვეტილება, რომ ითანამშრომლოს უცხოურ სანქციებთან და არა ქართულ მედიასთან. სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა გადახედოს თავის ურთიერთობებს და შესყიდვებს ისეთ კომპანიებთან, რომლებიც პოლიტიკურ ინსინუაციებს ეწევიან - წერს „ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, დაუშვებელია, ქართველი ხალხის ფულით ფინანსდებოდეს ის ბიზნესი, რომელიც ქვეყნის შიგნით დაპირისპირებას ახალისებს და გარე ძალების დღის წესრიგს ატარებს.

„ რა საინტერესოა „მეამას“ გადაწყვეტილება, რომ ითანამშრომლოს უცხოურ სანქციებთან და არა ქართულ მედიასთან?! ლოგიკა მარტივია: თუ საკუთარი ქვეყნის დასანქცირების მომხრეებს „უსამშობლოებს“ ვუწოდებთ, მაშინ კომპანია, რომელიც ამ სანქციებს შიდა პოლიტიკური დევნისთვის იყენებს და ეროვნულ ინტერესებს ღიად უპირისპირდება, რა ეწოდება?

სახელმწიფომ ძალიან მკაფიოდ უნდა იმოქმედოს - დაუყოვნებლივ უნდა გადახედოს თავის ურთიერთობებს და შესყიდვებს ისეთ კომპანიებთან, რომლებიც პოლიტიკურ ინსინუაციებს ეწევიან.

დაუშვებელია, ქართველი ხალხის ფულით ფინანსდებოდეს ის ბიზნესი, რომელიც ქვეყნის შიგნით დაპირისპირებას ახალისებს და გარე ძალების დღის წესრიგს ატარებს.

ბიზნესი, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას პატივს არ სცემს, სახელმწიფო პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდეს!“ - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი გოგავა: მშვიდობა, რომ გაქვს თითქოს გგონია, რომ ეს ნაჩუქარია, ამ დროს ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა, ამიტომ აქ არსებულ მყიფე მშვიდობას უნდა გავუფრთხილდეთ
ლევან მახაშვილი: აშშ-სთან ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა ცალსახაა. მიუხედავად მცდელობისა, რომ ეს პროცესი დააზიანონ და ძირშივე წარუმატებელი გახადონ, წარმატებით გავალთ ბოლომდე
ეკა სეფაშვილი სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე: საუბარი შეეხო, როგორ იცავენ ქვეყნები თავიანთ სუვერენულ უფლებებს. იმას, რომ თვითონ ხალხის მოთხოვნების შესაბამისად გადაწყვიტონ შიდა პოლიტიკური საკითხები
ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს-აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება
ირაკლი გოგავა: მსოფლიო ომების ეპოქაში შევიდა
არქივი