ბაჩო ოდიშარია ოპოზიციასა და არასამთავრობოებზე: ეს არის იმ სუბიექტების ერთობა, რომელიც თანახმა არიან, რომ საქართველო ცეცხლის ალში იყოს გახვეული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 03 მარტი 2026, 12:15

ეს არის ის სუბიექტების ერთობა, რომელიც თანახმა არიან, რომ საქართველო ცეცხლის ალში იყოს იმ სამომავლო პერსპექტივით, რომ მათ დაუბრუნდებათ ხელისუფლება, - განაცხადა „პოს ტვ“-ის წამყვანმა, ბაჩო ოდიშარიამ, ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორზე საუბრისას.

ოდიშარიას განცხადებით, ოპოზიცია საქართველოში დღეს არის ის ძალა, რომელსაც უხარია და ითხოვს, რომ ქართული სახელმწიფო როგორმე გახდეს ომის თანამონაწილე.

„ეს ხალხი არის ვისაც უხარია და ითხოვს რომ საქართველო იყოს როგორმე ომის თანამონაწილე. აქამდე იყო ეს უკრაინა-რუსეთის, ესეც არ გაჩერებულა, რა თქმა უნდა, ვხედავთ და ირანთან დაკავშირებით, ახლო აღმოსავლეთში რაც ხდება იმასთან დაკავშირებით, რომ შენ სიხარულის ყიჟინა გაქვს ატეხილი, საელჩოსთან ცეკვები ვნახე ჩვენი აკაცუკების, იქ სააკაშვილი გამოვიდა და ღმერთო იგივე ხმა გამაგონე ჩემს მამულშიო, ანუ ბომბების ხმას ითხოვენ ეს ადამიანები. უკვე მერამდენე შემთხვევაა ლომჯარიას, რომელსაც სირცხვილით დაწვას ერჩივნა რომ ბომბებით დამწვარიყო რუსთაველი, ახლა კი მათი მთავარი ქურუმი, მათი აიათოლა გვეუბნება, რომ საქართველოშიც იმავენაირი სიტუაცია უნდა იყოს როგორიც არის ირანში. ეს არის ის სუბიექტების ერთობა, რომელიც თანახმა არიან, რომ საქართველო ცეცხლის ალში იყოს იმ სამომავლო პერსპექტივით, რომ მათ დაუბრუნდებათ ხელისუფლება. ასეთ სუბიექტებზე გვიწევს ჩვენ სამწუხაროდ საუბარი, თანაცხოვრება და მთავარი ფაქტორი ის არის, რომ ესენი რომ არ იყვნენ ასეთი მარგინალური მცირერიცხოვანი ჯგუფი მართლა ბევრად უფრო სავალალო მდგომარეობა იქნებოდა“, - განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი გიგაურზე და ჯაფარიძეზე: გამოდიოდნენ და პირდაპირ ამბობდნენ, რომ დიახ, ახლა გავისეირნოთ ჩვენ აფხაზეთში, შევაკავოთ რუსეთის არმია, შევეხიდოთ ქალების და ბავშვების დახოცვაშიო
ზელენსკის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ, შესაძლოა, უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება გაართულოს
სენატორი ლინდსი გრემი: ევროპელო მეგობრებო, თქვენ გზას ასცდით
გურამ მაჭარაშვილი: თუ მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ გაგრძელდა, მხოლოდ მკურნალობის დაფინანსება შედეგს ვერ მოიტანს
ტრამპის განცხადებით, აშშ-ს იარაღის დიდი მარაგები აქვს - „ომის წარმოება შესაძლებელია უსასრულოდ და ძალიან წარმატებით“
არქივი