მექსიკელი ნარკობარონი ელ მენჩო ოქროს კუბოთი დაკრძალეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 04 მარტი 2026, 11:04

ნარკოკარტელ „ხალისკოს ახალი თაობის“ ლიკვიდირებული ხელმძღვანელის, რუბენ ოსეგერა სერვანტესის (ელ მენჩოს) ნეშტი ხალისკოს შტატის მუნიციპალიტეტ საპოპანის სასაფლაოზე ოქროს კუბოთი მიასვენეს.

გაზეთ El Universal-ის ცნობით, სამგლოვიარო პროცესია 2 მარტის დილას შტატის დედაქალაქ გვადალახარას სარიტუალო ბიუროდან დაიძრა. სასაფლაოსთან მიახლოებისას კატაფალკს ორკესტრი აცილებდა. დაკრძალვამ უცხო პირებისთვის დახურულ ფორმატში ჩაიარა.

ცხედრის გადასვენებასა და გამომშვიდობების ცერემონიას ფედერალური და რეგიონული ძალოვანი უწყებების თანამშრომლები უზრუნველყოფდნენ: ისინი პატრულირებდნენ კორტეჟის გადაადგილების მარშრუტსა და სასაფლაო „რესინტო დე ლა პასის“ ტერიტორიას.

სარიტუალო ბიუროსთან მორიგეობდნენ სამხედრო მოსამსახურეები და არმიის ჯავშანტექნიკა.

მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა უმსხვილესი ნარკოკარტელის მეთაური, „ელ მენჩო“ თებერვლის ბოლოს მოკლეს. 59 წლის განგსტერი იმ დაჯგუფების ლიდერი იყო, რომელიც ბოლო წლებში მექსიკის ყველაზე მძლავრი და ცნობილი დანაშაულებრივი ორგანიზაცია გახდა. მისი ლიკვიდაციის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით არეულობა დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი